Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | კიდევ ერთი ფინალისტი! გობაძე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ნურსულთანში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში
  • პირველი დღე წარმატებული გამოდგა ქართველი ფალავნებისთვის
  • ლაშა გობაძე და ნუგზარ წურწუმია ფინალში გავიდნენ

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარეობს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. პირველი დღე ძალიან წარმატებული გამოდგა ქართველი ფალავნებისთვის: ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) და ლაშა გობაძე (82 კგ.) ფინალში გავიდნენ და ხვალ ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ.

ლაშა გობაძე ნახევარფინალში უზბეკ მეტოქეს, ნურბეკ ხაშიმბეკოვს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. ქართველი მოჭიდავე სრულად აკონტროლებდა ორთაბრძოლას და ერთი წამით არ დაუყენებია გამარჯვება ეჭვქვეშ. წურწუმიას მსგავსად, გობაძეც ფინალში იასპარეზებს და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. 

ნახევარფინალამდე ლაშამ ჯერ ამერიკელი სტეფანოვიჩი დაამარცხა 7:0, ხოლო შემდეგ ჩინელ ქიანს მოუგო 9:0. აღსანიშნავია, რომ წინა ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს შედეგი უკვე გაუმჯობესებულია.

კომენტარები

ბოლო ამბები