Thumbnail
  • ვალენსია 0:2 ბარსელონა.
  • კოუტინიომ პირველი გოლი გაიტანა.
  • კოპა დელ რეის ფინალი - სევილია VS ბარსელონა.
  • იერი მინას დებიუტი.

კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ვალენსიამ მესტალიაზე ბარსელონას უმასპინძლა. პირველი მატჩი კატალონიელებმა ლუის სუარესის გოლით მოიგეს და მხოლოდ ერთბურთიანი უპირატესობით ჩავიდნენ ვალენსიაში.

მარსელინოს შეგირდებმა პირველ ტაიმში რამდენჯერმე სცადეს გატანა, თუმცა მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

კატალონიელებმა მეორე ტაიმში ტემპს კიდევ უფრო მოუმატეს. 49-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ ლუის სუარესის გადაცემით ბარსელონასთვის პირველად გაიტანა. ელ პისტოლერო ამ მატჩში საგოლე პასებს არიგებდა და 82-ე წუთზე მან ივან რაკიტიჩსაც გაატანინა. აღსანიშნავია, რომ კატალონიელთა რიგებში დებიუტი იერი მინას ჰქონდა. ბრაზილიელი მცველი, რომელიც ბარსელონამ პალმეირასიდან გადმოიბირა, მოედანზე 83-ე წუთზე ხერარდ პიკეს ნაცვლად გამოჩნდა.

ბარსელონამ ორი მატჩის ჯამში 3:0 მოიგო და კოპა დელ რეის ფინალში სევილიას შეხვდება. ერნესტო ვალვერდეს გუნდს შანსი აქვს კოპას 30-ე ტიტული მოიპოვოს, სევილია მეექვსედ ეცდება თასის აღებას. ფინალი 2018 წლის 21 აპრილს გაიმართება. ბარსელონა ზედიზედ სამი სეზონია ახერხებს თასის ფინალში გასვლას და მოგებას.

კომენტარები

ბოლო ამბები