Thumbnail

ფილადელფიამ ჩარლზ ბარკლის ძეგლი დაუდგა

  • ფილადელფიაში ჩარლზ ბარკლი არასდროს დაავიწყდებათ
  • სიქსერსის ლეგენდას ბაზის წინ ბრინჯაოს ქანდაკება დაუდგეს

ფილადელფია სიქსერსმა კლუბის ლეგენდას, ჩარლზ ბარკლის ძეგლი დაუდგა. 1992/1993 წლების სეზონის MVP-ს ბრინჯაოს ქანდაკება პარასკევს გახსნეს.

“მგონი, ასეთი გამხდარი არ ვარ,” - იხუმრა 56 წლის ბარკლიმ ძეგლის გახსნისას, რომელიც მის სავიზიტო ბარათს, ჩატენვას განასახიერებს.

View this post on Instagram

New sculpture, same Chuck 😂

A post shared by Philadelphia 76ers (@sixers) on

Legends Walk-ზე მძიმე ფორვარდის ქანდაკება ისეთი ლეგენდების გვერდით დგას, როგორებიც ბილი კანინგემი, უილტ ჩემბერლენი, მორის ჩიკსი, ჯულიუს ერვინგი, ჰოლ გრირი და ბობი ჯონსი არიან.

1984 წელს ფილამ ბარკლი დრაფტზე მეხუთე ნომრად აირჩია - იგი 8 წლის განმავლობაში სიქსერსის ლიდერი იყო. ოლ სტარის 11-გზის მონაწილეს ჩემპიონობა არ მოუპოვებია. NBA-ს ყველა დროის სქორერებში ბარკლი 23 757 ქულით 26-ე ადგილზეა. ბარკლი ლეგენდარული, დრიმ თიმად წოდებულ აშშ-ის ნაკრების წევრი იყო მაიკლ ჯორდანთან, ლარი ბერდთან და მეჯიქ ჯონსონთან ერთად.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები