Thumbnail

გაგამარუ ისევ აგებს - ქართველი სუმოისტის მე-4 მარცხი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აკი ბაშოზე მე-7 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • ქართველი სუმოისტი ტობიზარუსთან ჰატაკიკომით დამარცხდა

აკი ბაშოს მეშვიდე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მეშვიდე ბრძოლა ჩაატარა და მეოთხედ დამარცხდა.

ქართველი სუმოისტი, რომელიც ჯურიოს დივიზიონის მე-10 ნომერია, მე-8 ნომერ ტობიზარუს დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით დამარცხდა. ჯუღელის ბალანსი აკი ბაშოზე 3:4-ზეა. მისი მომდევნო მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.

ჯუღელმა კიდევ 3 ორთაბრძოლა მაინც უნდა მოიგოს, რათა ელიტურ სუმოისტთა შორის ადგილი და შესაბამისად, სეკიტორის წოდება შეინარჩუნოს.

კომენტარები

ბოლო ამბები