Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის წყალობით საქართველო ATP Cup-ზე ითამაშებს
  • 16 სექტემბერს ტურნირის წილისყრა გაიმართება

2020 წლის იანვარში ავსტრალიის სამი ქალაქი პირველად უმასპინძლებს ახალ საჩოგბურთო ტურნირს,  ATP Cup-ს, რომელშიც 24 მოწინავე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. 13 სექტემბერს ტოპ-18 ჩოგბურთელს განაცხადის შეტანის ბოლო ვადა ჰქონდა - თუ ბასილაშვილი ტურნირზე თამაშზე უარს იტყოდა, საქართველო ავტომატურად ამოვარდებოდა. ასე არ მოხდა. 

საქართველო მე-14 ნომრით მოხვდა ახალი ტურნირის სიაში - მონაწილეთა სიაში კი ნიკოლოზ ბასილაშვილი და ალექსანდრე მეტრეველი წერია. ახალი ტურნირის წილისყრა 16 სექტემბერს გაიმართება. 18 მონაწილე უკვე ცნობილია, ხოლო დანარჩენი ნოემბერში დაემატება. 

ATP-ის თასი ავსტრალიის სამ ქალაქში (ბრისბენი, პერთი, სიდნეი) გაიმართება და მასში 24 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. მოთამაშეები რეიტინგში ქულებსაც შეიმატებენ და 22 მილიონ ავსტრალიურ დოლარსაც გაინაწილებენ.

ATP-ის თასზე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდი იქნება ATP-ის ტურნირებს შორის.24 ნაკრები 6 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდება. თითო ქალაქში 2 ჯგუფის თამაშები გაიმართება. ფინალი სიდნეიში გაიმართება. ფინალში 8 ნაკრები გადის - 6 ჯგუფის გამარჯვებული და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი. ფორმატი ასეთია - მატჩი შედგება 3 შეხვედრისგან, 2 ერთეულთა და 1 წყვილთა თანრიგში. საერთო ჯამში, დაუმარცხებელმა ჩოგბურთელმა ATP-ის თასზე შეიძლება 750 ქულა დააგროვოს.

კომენტარები

ბოლო ამბები