Thumbnail
  • ULTIMATE RUGBY-მ მეორე დონის ქვეყნების ხუთი მორაგბე გამოარჩია
  • D ჯგუფის ხუთეულში ორი ქართველ მორაგბე მოხვდა

სარაგბო მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირა რჩება. ''ბორჯღალოსნები'' მსოფლიო თასს 23 სექტემბერს უელსის ნაკრების წინააღმდეგ მატჩით დაიწყებენ. საქართველოს ნაკრების ჯგუფში უელსი ავსტრალია, ფიჯი და ურუგვაი არიან.

Ultimaterugby-მ ჩვენი ჯგუფიდან მეორე დონის სარაგბო ქვეყნები გამოარჩია და მათგან ხუთი საუკეთესო მორაგბე დაასახელა, რომლებსაც მსოფლიო თასზე აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ. გამოცემამ ''ბორჯღალოსანთა'' მხრიდან თედო აბჟანდაძე და ბექა გორგაძე გამოარჩია.

Ultimaterugby თედო აბჟანდაძეზე: ნიჭიერი მორაგბე, რომელიც ნაკრებში მსოფლიო თასამდე ერთი წლით ადრე გამოჩნდა. აბჟანდაძე ვასილ ლობჟანიძეს ეხმარება, რომელიც მსოფლიო თასის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა. თედომ 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამედ ითამაშა და ჰეიგის მხარდაჭერა დაიმსახურა.

მისი ასაკისთვის თამაშის კარგად წაკითხვა შეუძლია. მას ძალიან კარგად ესმის თამაშის მიმდინარეობა. თედოს ყველა უნარი აქვს, რომ უმაღლესი დონის მორაგბე გახდეს.

Ultimaterugby ბექა გორგაძეზე: ძლიერი რვა ნომერი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. გორგაძე ნაკრების მატჩისას დიდ როლს თამაშობს. 23 წლის მორაგბეს ნაკრებში 19 მატჩი აქვს ჩატარებული. გორგაძე მონ დე მარსანიდან ბორდოში გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები