Thumbnail
  • ემერიკ ლაპორტმა ოპერაცია გაიკეთა, 2019-ში ის აღარ ითამაშებს
  • ხოსეპ გვარდიოლას დაცვის ცენტრში პრობლემა აქვს

მანჩესტერ სიტის ფრანგი მცველი ემერი ლაპორტი 2019 წელს ფეხბუერთს ვეღარ ითამაშებს. მეტიც, თუ ხოსეპ გვარდიოლას დავუჯერებთ, მან შესაძლოა, თებერვლამდეც კი ვერ შეძლოს დაბრუნება.

25 წლის ბასკმა 31 აგვისტოს ბრაიტონთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში ადამ ვებსტერთან შეჯახებისას მარჯვენა მუხლი სერიოზულად დაიშავა და მენისკის ოპერაციაც გაიკეთა. 

"არცისე დიდი ხანია - 5-6 თვე, ლაპორტი იანვარში ან თებერვალში დაგვიბრუნდება", - განაცხადა სიტის ესპანელმა თავკაცმა. 

გასულ სეზონში ლაპორტმა პრემიერლიგის 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც მინდვრის მოთამაშეთა შორის მხოლოდ ბერნარდო სილვას შედეგს ჩამოუვარდება. გვარდიოლას დაცვის ცენტრში მხოლოდ ჯონ სტოუნსი და ნიკოლას ოტამენდი რჩება მას მერე, რაც ვენსან კომპანი ანდერლეხტში მოთამაშე-მწვრთნელად წავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები