Thumbnail
  • ბასკონია სტუმრად პანათინაიკოსთან 76:80 დამარცხდა.
  • თორნიკე შენგელიამ 24 წუთში 15 ქულა ჩააგდო.

ევროლიგის 22-ე ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონია ათენში პანათინაიკოსს ესტუმრა და 4-ქულიანი სხვაობით, 76:80 წააგო. 

ბასკურმა კლუბმა ბოლო მეოთხედში იყოჩაღა, თუმცა ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ შეძლო. თორნიკე შენგელიამ 24:24 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. შენგელია როდრიგ ბობუასთან ერთად ბასკონიას ბომბარდირი იყო ამ მატჩში. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი ორივე გუნდში საუკეთესო იყო - 22. 

სტატისტიკურად MVP თორნიკე გახდა, თუმცა ბასკონიას ტვიტერზე გამოკითხვაში შენგელიას ჯენინგსმა გაუსწრო.

ბასკონია 10 მოგებითა და 12 მარცხით მე-9 ადგილზეა. პლეი ოფში კი 8 გუნდი გადის. სამწუხაროდ, უშუალო კონკურენტმა მაკაბიმ ბარსელონა დაამარცხა და ახლა ბასკონიას ებრაული კლუბი 2 გამარჯვებით უსწრებს.

► შერმადინის 7 ქულა, უნიკახას მე-9 გამარჯვება ევროლიგაში

კომენტარები

ბოლო ამბები