Thumbnail
  • ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს მე-3 ოქროს მედალი მოუპოვა
  • ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტებს 5 მედალი აქვთ მოგებული

ფინეთის ქალაქ ვანტააში ძიუდოს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გრძელდება, რომლის მეორე დღესაც ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი გავიდა: ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ვლადიმერ ახალკაცი (-81) და მარიამ ჭანტურია (-70).

მარიამ ჭანტურიამ ბრინჯაოს მედალი მოიგო, ხოლო 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ტატო გრიგალაშვილმა ვლადიმირ ახალკაცი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და შარშანდელი ვერცხლის მედალი ოქროთი ჩაანაცვლა.

საქართველოს ნაკრებს ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი აქვს: 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები