Thumbnail
  • 📅 14 სექტემბერი | ⌚ 17:00 | ⚽ ფიორენტინა V იუვენტუსი
  • მაურიციო სარი იუვენტუსს ჩემპიონატში პირველად უხელმძღვანელებს
  • ფლორენციელებს კრიშტიანო რონალდოს შეჩერება ძალიან გაუჭირდებათ  

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ჩემპიონატი იტალიაშიც განახლდება. სერია A-ს მე-3 ტურის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება "არტემიო ფრანკიზე" ჩატარდება, სადაც ფიორენტინასთან სათამაშოდ მოქმედი ჩემპიონი, ტურინის იუვენტუსი ჩავა.

ფიორენტინა

ფლორენციელებმა ჩემპიონატის სტარტზე ორივე თამაში დათმეს, მიუხედავად იმისა, რომ ვინჩენცო მონტელას გუნდი არცთუ ურიგოდ გამოიყურებოდა. პირველ ტურში გუნდმა თრილერში საკუთარ მოედანზე ნაპოლისთან ანგარიშით 3:4 წააგო, ერთი კვირის შემდეგ კი სტუმრად ჯენოასთან დამარცხდა - 1:2. 

ვინჩენცო მონტელას გუნდი ჩემპიონატში ჯერ უქულოდაა 

ჩემპიონატის წარუმატებლად დაწყებამ, შესაძლოა, გუნდი ფსიქოლოგიურად მოშალოს, მაგრამ ფაქტია, ფიორენტინას პოტენციალი გაცილებით მაღალია, ვიდრე გასულ სეზონში იყო. მიზეზი კი, რის გამოც "იები" ქულებს კარგავენ, თვალსაჩინოა - ეს დაცვაში ძალიან არადამაჯერებელი თამაშია. მონტელას შეგირდებმა გოლი იტალიის თასზე, რანგით მესამე ლიგის მონცასთანაც კი გაუშვეს.

მასპინძლებს ტრავმირებული არავინ ჰყავთ და მონტელას შემადგენლობაში პრობლემა არ აქვს.

რიბერისა და მისი თანაგუნდელებს წინ ძალიან რთული შეხვედრა ელით

იუვენტუსი

ტურინელებმა, როგორც მოქმედ ჩემპიონებს ეკადრებათ, სერია A ორი მოგებით დაიწყეს. მიუხედავად ამისა, გუნდს, რომელსაც მთავარი მწვრთნელი არ ჰყავდა, 3-3 ქულის აღება გაუჭირდა და მის თამაშში კითხვებიც არსებობს.

მაურიციო სარიმ მკურნალობა დაასრულა და გუნდს დაუბრუნდა

სასტარტო ტურში იუვენტუსმა სტუმრად გაჭირვებით პარმას სძლია (1:0), მეორე ტურში კი შინ ნაპოლისთან დრამატულ შეხვედრაში, კომპენსირებულ დროში გასული, კალიდუ კულიბალის ავტოგოლის წყალობით მოიგო.

მომავალ დაპირისპირებას იუვენტუსი მაინც აბსოლუტური ფავორიტის რანგში ხვდება. რაც მთავარია, გუნდს უხელმძღვანელებს მაურიციო სარი, რომელმაც სეზონის სასტარტო მატჩები ავადმყოფობის გამო გამოტოვა, ახლა კი გუნდთან ერთადაა.

კრიშტიანომ შარშან არტემიო ფრანკიზე 11-მეტრიანიდან შეაგდო და გატანას ახლაც ეცდება

და კიდევ, ფლორენციულ შეხვედრას ბრწყინვალე განწყობით და მაგარ ფორმაში ხვდება "ბებერი ქალბატონის" მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო, რომელმაც სანაკრებო პაუზის დროს სერბეთს ერთი, ლიტვას კი ოთხი (!) გოლი გაუტანა. მანამდე პორტუგალიელმა ანგარიში სერია A-ს ამ სეზონშიც გახსნა - ნაპოლისთან შეაგდო.

"არტემიო ფრანკიზე" იუვენტუსის დახმარებას ჯორჯო კიელინი, მატია პერინი, მატია დე შილიო და მარკო პიაცა ვერ შეძლებენ.

📷 ფიორენტინასთან მატჩისთვის იუვე სარიმ მოამზადა

საინტერესო ფაქტები

⚽ წინა ჩემპიონატში ფიორენტინამ 19-იდან მხოლოდ 5 საშინაო მატჩი მოიგო, კიდევ 9 ფრედ დაასრულა, 5 კი დათმო.

⚽ ამ დროისთვის ფლორენციელებს ჩემპიონატში საკუთარ არენაზე 12-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ.

⚽ ყველა ტურნირში ამ გუნდების ბოლო ათი მატჩიდან 9 ტურინელებმა მოიგეს, მხოლოდ ერთი - ფლორენციელებმა.

⚽ ფიორენტინამ ტურინის იუვენტუსისგან გოლი ბოლო 11-ივე შეხვედრაში გაუშვა.

⚽ ფიორენტინასა და იუვენტუსის შეხვედრაში ფრე ბოლოს 2014 წლის დეკემბერში დაფიქსირდა - 0:0.

⚽ სერია A-ს გასულ სეზონში ტურინელებმა სტუმრად ჩატარებული 19 მატჩიდან 13 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 დათმეს.

⚽ სერია A-ში ამ გუნდების ბოლო 9 დაპირისპირებიდან 7-ში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა. 

⚽ სერია A-ში გამართული ბოლო 4 მატჩიდან 3-ში, ფიორენტინამ იუვენტუსის კარში ერთი გოლის გატანაც ვერ მოახერხა.

⚽ იუვენტუსმა ფიორნეტინასთან ყველა ტურნირში სტუმრად ჩატარებულ ბოლო 7 მატჩიდან 5-ში კარი მშრალად შეინახა.

⚽ სერია A-ში ფიორენტინასა და იუვენტუსის ბოლო 7 მატჩიდან 6-ში, შესვენებამდე ერთზე მეტი გოლი არ გასულა.

სავარაუდო შემადგენლობები

ფიორენტინა (4-3-3): დრაგოვსკი - ლიროლა, მილენკოვიჩი, პესელა, დალბერტი - პულგარი, ბედელი, კასტროვილი - კიეზა, ბოატენგი, რიბერი. 

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, სანდრო - ხედირა, პიანიჩი, მატუიდი - კოშტა, იგუაინი, რონალდო.

კომენტარები

ბოლო ამბები