- ტოჩინოშინის კომენტარი ტამავაშისთან მარცხის შემდეგ
- ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად 9-დან 6 ბრძოლა მოსაგებია
აკი ბაშოს მე-6 დღეს ქართველმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მონღოლ ტამავაშისთან დაძაბული ორთაბრძოლა დათმო და ახლა 2-4 ბალანსი აქვს. მოკლედ, ოძეკის ტიტულის შენარჩუნებისთვის გზა რთულდება.
ტოჩინოშინმა ბრძოლის შემდეგ nikkansports.com-ს შემდეგი განუცხადა:
"ვერ ვხედავდი მეტოქის ხელს. თავიდანვე ვცადე მარჯვენა ხელით შემეტია, რადგან მეგონა, რომ ტამავაში ბრძოლას გაერიდებოდა. მაგრამ, ვფიქრობ, ვიჩქარე.
მარჯვენა მუხლი და მხარი უკეთ მაქვს და ძალასაც ვატან, თუმცა მაინც საფრთხილოა.
დაცემის შემდეგ, რომ წამოვდექი იმითაც გახარებული ვიყავი, რომ არაფერი დამიშავდა - დღეს ხომ პარასკევი და 13 რიცხვია", - იხუმრა ქართველმა სუმოისტმა.
ამასობაში 31 წლის ქართველ სუმოისტს რთული ამოცანა აქვს გადასაჭრელი - დარჩენილი 9 ორთაბრძოლიდან 6 უნდა მოიგოს! მომდევნო მეტოქე მე-3 მაეგაშირა დაიეიშოა, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 6:2-ს უგებს.
კომენტარები