Thumbnail
  • კასპერ რუუდი – გიორგი ცივაძე 6:1, 6:0
  • საქართველოს და ნორვეგიის მატჩში ანგარიში გათანაბრდა
  • შაბათს ჯერ წყვილებია, შემდეგ – ერთეულთა მატჩები

საქართველოს და ნორვეგიის სადევისთასო დაპირისპირებაში, რომელიც II ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის ეგიდით მიმდინარეობს, ანგარიში გათანაბრდა. დღის მე-2 შეხვედრაში მასპინძელი კასპერ რუუდი (60) გიორგი ცივაძეს (933) გაეჯიბრა და მოსალოდნელი გამარჯვება იზეიმა – 6:1, 6:0.

ცივაძე მეტოქეს რეიტინგში 873 ადგილით ჩამორჩებოდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ წარმატების შანსი არ ჰქონია.

გიორგი ცივაძემ მხოლოდ 1 გეიმი მოიგო
📷 საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია

გიორგიმ 1 ეისი მოაწოდა და ორმაგი შეცდომა არ ჰქონია, პირველ მოწოდებაზე ბურთების 40% (10 25-დან) მოიგო, მეორეზე კი მხოლოდ – 20% (3 15-დან). ცივაძეს ბრეიკის განხორციელების შანსი არ ჰქონია, თავად მოწოდება 5-ჯერ დათმო, სულ კი, მეტოქეს გათამაშებებში 20:55 ჩამორჩა.

შეგახსენებთ, რომ ოსლოში მიმდინარე ქართულ-ნორვეგიული შერკინების სასტარტო შეხვედრაში ალექსანდრე მეტრეველმა (695) ვიკტორ დურასოვიჩს (323) 7:5. 6:4 სძლია, ამდენად, ანგარიში 1:1 გახლავთ.

გადამწყვეტი მატჩები ხვალ, 14 სექტემბერს ჩატარდება. წყვილებში მეტრეველი და ალექსანდრე ბაკში (ურეიტინგო) დურასოვიჩს და რუუდს ეთამაშებიან, შემდეგ კი ერთეულთა შეხვედრებია: რუუდი-მეტრეველი და დურასოვიჩი-ცივაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები