Thumbnail
  • 📅 14 სექტემბერი | ⌚ 23:00 | ⚽ ბარსელონა V ვალენსია
  • ბარსელონა ისევ მთავარი ვარსკვლავის გარეშე ითამაშებს, შეტევაში ისევ პრობლემებია
  • ვალენსიაში ახალი მწვრთნელის დებიუტია, მარსელინო უკვე წარსულია
სუარესმა ვარჯიში განაახლა

სანაკრებო პაუზა დასრულდა და ესპანეთში პრიმერა მე-4 ტურით ბრუნდება. ცენტრალური თამაში უთუოდ "კამპ ნოუზე" გაიმართება, სადაც მოქმედი ჩემპიონი ბარსელონა ვალენსიას მასპინძლობს.

ბარსას ისევ ლეო მესის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა, ხოლო "ღამურებს" ახალი მწვრთნელი გაიყვანს მოედანზე - ალბერტ სელადესი. 

პირველი სამი ტურის შემდეგ ორივე გუნდს 3-3 ქულა აქვს, რაც მათთვის ცუდი შედეგია. მით უფრო, რომ მომდევნო კვირაში მათ ჩემპიონთა ლიგის თამაშები ეწყებათ და ორ ფრონტზე მოუწევთ ბრძოლა. 

სელადესი კამპ ნოუზე იწყებს

მარსელინოს გადაყენების მიზეზი უფრო ვალენსიას პრეზიდენტთან უთანხმოება იყო, ვიდრე დაკარგული ქულები. სელადესს კარლოს სოლერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ახალგაზრდა ნახევარმცველი კვლავ ტრავმირებულია. ასე რომ, კიდევ უფრო ახალგაზრდა ფერან ტორესი მორიგ შანსს მიიღებს. 

სელადესი უკვე მოვალეობას შეუდგა

შუახაზში საკითხავი კიდევ ერთი ამბავია - ჟოფრეი კონდოგბია ითამაშებს, თუ ფრანსუა კოკლენი. თანამემამულეთა კონკურენციაში ფავორიტი მაინც კონდოგბიაა. 

იასპერ სილესენი პირველად ჩადგება კარში "კამპ ნოუზე" ექსბარსელონელის სტატუსით. დაცვაში გუნდს იტალიელი მცველი კრისტიან პიჩინი ტრავმის გამო დააკლდება. 

შეტევაში ისევ პრობლემებია

ერნესტო ვალვერდეს თავისტკივილი შეტევის ხაზია, სადაც ლეო მესისა და უსმან დემბელეს თამაში 100%-ით გამორიცხულია, ხოლო ლუის სუარესის - თითქმის გამორიცხული. 

ვალვერდეს ნახევარდაცვაც შესარჩევი აქვს

ამ შემტევი ტრიდენტის ნაცვლად მოედანზე თინეიჯერი ანსუ ფატის, კარლეს პერესისა და ახალწვეული ანტუან გრიზმანის სამეული ითამაშებს. ვალვერდეს არც სათადარიგო მეკარე ეყოლება, ექსვალენსიელი ნეტო. 

პორტუგალიის ნაკრებში თამაშისას ტრავმა მიიღო ნელსონ სემედუმ, თუმცა ის არ აღმოჩნდა სერიოზული. ეს კი სერხი რობერტოსთვის შანსია, სასტარტოში ითამაშოს, ოღონდ, მარჯვენა მცველის პოზიციაზე. მასპინძელთა რიგებში ასევე საეჭვოა ჟუნიორ ფირპოსა და სამუელ უმტიტის თამაშიც.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - არტური, ბუსკეტსი, დე იონგი - ანსუ ფატი, გრიზმანი, კარლეს პერესი

ვალენსია (4-4-2): სილესენი - ვასი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - ფერან ტორესი, პარეხო, კონდოგბია, გედეში - როდრიგო, გამეირო

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონამ ლა ლიგაში "კამპ ნოუზე" ზედიზედ ბოლო 8 მატჩი მოიგო.

⚽ ბარსელონა საკუთარ სტადიონზე ლა ლიგის ბოლო 7 მატჩიდან 5-ის პირველ ტაიმს ფრედ ასრულებდა და შემდეგ იმარჯვებდა.

⚽ ბარსელონამ პრიმერას ბოლო 16 საშინაო მატჩიდან 14-ში სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.

⚽ ლა ლიგაში ბარსელონასა და ვალენსიას ბოლო 7 დაპირისპირებიდან  6-ში 2.5 გოლზე მეტი დაფიქსირდა.

⚽ ლა ლიგაში ვალენსიას მატჩებში ბოლო 4 ტურში 2.5 გოლზე ნაკლები დაფიქსირდა. 

⚽ ლა ლიგაში ბარსას ბოლო 6 გოლიდან 4 მეორე ტაიმების პირველ 15 წუთში გავიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები