Thumbnail
  • ბარსელონას მეკარე გერმანიის ნაკრებში მანუელ ნოიერთან კონკურენციას აგებს
  • 27 წლის გოლკიპერი სათადარიგოთა შორის ყოფნის გამო ძალიან უკმაყოფილოა

ბარსელონისა და გერმანიის ნაკრების მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ძალიან უკმაყოფილოა ეროვნულ გუნდში მეორე მეკარის როლით და დიდი ხანია, ამას არ მალავს. 27 წლის გოლიპერმა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის ორივე მატჩი, ჰოლანდიასა (2:4) და ჩრდილოეთ ირლანდიასთან (2:0), სათადარიგოთა სკამზე გაატარა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია. 

იოახიმ ლიოვის გუნდში ტერ შტეგენი კონკურენციას მიუნხენის ბაიერნის მეკარე მანუელ ნოიერთან აგებს.

"ამ ვითარებას ახსნას ვერაფრით ვუძებნი, რადგან ყოველ თამაშში ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ, მწვრთნელებისთვის არჩევანი სულ უფრო რთულად გასაკეთებელი გავხადო. პრიორიტეტები ჩამოყალიბებული მაქვს, ჩემი მიზანი მთავარი მეკარეობაა და ნებისმიერ შემთხვევაში, ამისთვის მცდელობას არ ვაკლებ, მაგრამ ნაკრებში ეს გამოძახება ჩემთვის მაინც მძიმე დარტყმა იყო", - აქვეყნებს ტერ შტეგენის ნათქვამს ესპანური მედია.

ლიოვი უპირატესობას ჯერჯერობით ისევ მანუელ ნოიერს ანიჭებს

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 27 წლის გერმანელმა მეკარემ ბარსელონას კარი 3 მატჩში დაიცვა და 5 გოლი გაუშვა. ტერ შტეგენს ეროვნული გუნდში, სადაც 2012 წლიდან იწვევენ, სულ 21 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

გერმანიის ნაკრებს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო C ჯგუფში ჩატარებული 5 მატჩის შემდეგ, 4 მოგება და 1 მარცხი აქვს და ჯგუფს 12 ქულით, მაგრამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან უკეთესი ბურთების სხვაობით ლიდერობს.

შესარჩევში მომდევნო შეხვედრას იოახიმ ლიოვის გუნდი 13 ოქტომბერს, სტუმრად ესტონეთთან გამართავს, იქამდე კი ამხანაგურად არგენტინის ნაკრებს ეთამაშება (9 ოქტომბერს).

კომენტარები

ბოლო ამბები