Thumbnail

რუსეთში მატჩის საუკეთესო მოთამაშეს კალაშნიკოვი აჩუქეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰოკეის ლიგის ერთ-ერთმა გუნდმა მატჩის საუკეთესო მოთამაშეს ავტომატი აჩუქა
  • რუსმა მეკარეს მოგებულ მატჩში 36 სეივი დაუგროვდა

რუსული ჰოკეის VHL ლიგაში იჟსტალმა ჩელმეტს უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. მასპინძელთა მეკარემ შეხვედრაში 36 სეივი შეასრულა და კლუბის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

თამაშის დასრულების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობა გასახდელში შევიდა და 23 წლის საველი კონოვს საჩუქრად AK-47 იგივე კალაშნიკოვი გადასცა. რუსეთის ჰოკეის რანგით მეორე ლიგა ერთი კვირაა დაიწყო. კონოვის იჟსტალმა სამიდან 2 მატჩის მოგება შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები