Thumbnail

გაგამარუ დარჩენისთვის იბრძვის - მესამე მარცხი აკი ბაშოზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აკი ბაშოზე მეექვსე დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • ქართველი კიოკოშუჰოსთან ჰატაკიკომის ილეთით დამარცხდა

აკი ბაშოს მეექვსე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მეექვსე ბრძოლა ჩაატარა და მესამედ დამარცხდა.

ქართველი სუმოისტი, რომელიც ჯურიოს დივიზიონის მე-10 ნომერია, მე-7 ნომერ კიოკოშუჰოს დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით დამარცხდა. ჯუღელის ბალანსი აკი ბაშოზე 3:3-ზეა. მისი მომდევნო მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.

ჯუღელმა კიდევ 3 ორთაბრძოლა მაინც უნდა მოიგოს, რათა ელიტურ სუმოისტთა შორის ადგილი და შესაბამისად, სეკიტორის წოდება შეინარჩუნოს.

კომენტარები

ბოლო ამბები