Thumbnail

ტრაგედია ირანში - ფანატმა ქალმა, რომელსაც ციხე ემუქრებოდა, თავი დაიწვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საჰარ ხოდაიარი თამაშზე დასწრებას მამაკაცად გადაცმული ცდილობდა
  • 30 წლის ქალმა, რომელსაც ორწლიანი ციხე ემუქრებოდა, თავი დაიწვა

ირანში ფეხბურთის გულშემატკივარმა ქალმა საჰარ ხოდაიარიმ, რომელიც #bluegirl-ის სახელით იყო ცნობილი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა გახდა, რომელიც ქალებს სტადიონზე დასწრებას უკრძალავს. 30 წლის საჰარმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა, მიღებული დაზიანებებისგან კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ირანში ქალებს მამაკაცების მონაწილეობით ფეხბურთის მატჩზე დასწრება 1981 წლიდან ეკრძალებათ.

საჰარის დაღუპვამ საფეხბურთო სამყარო შეძრა 

ირანელმა ქალმა, რომელიც თეირანის კლუბის, ესტეგლაილის გულშემატკივარი იყო, ფეხბურთის მატჩზე დასწრება ჯერ კიდევ მარტში, მამაკაცად გადაცმულმა სცადა, მაგრამ დაცვამ დააკავა. საჰარს ბრალად "საზოგადოების თავშეყრის ადგილზე ჰიჯაბის გარეშე გამოჩენა" დასდეს.

სასამართლო პროცესის წინა კვირაში უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო. საჰარმა, რომელმაც შეიტყო, რომ თავისუფლების ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრებოდა, პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა.

ხოდაიარი, სხეულის 90%-იანი დამწვრობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს - რამდენიმე დღის შემდეგ ის გარდაიცვალა.

30 წლის ქალის სიცოცხლის გადარჩენა ექიმება ვერ მოახერხეს

ამ ისტორიამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ბაიერნისა და ირანის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალი ქარიმიმ სტადიონზე ქალების დასწრების აკრძალვის წინააღმდეგ გაილაშქრა და თანამემამულეებს პროტესტის ნიშნად, მატჩების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა.

ფიფას რეაქცია მომხდარზე: "შევიტყვეთ ძალიან სამწუხარო ამბავი ირანიდან და მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ. ფიფა თანაგრძნობას უცხადებს საჰარის ოჯახსა და მეგობრებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ირანის ხელისუფლებას, დაიცვას ყველა იმ ქალის თავისუფლება და უსაფრთხოება, რომლებიც სამართლიანად ებრძვიან სტადიონზე ქალების დაშვებაზე არსებულ აკრძალვას".

სხვებთან ერთად, ტრაგედიას პოლ პოგბა, ჟერომ ბოატენგი და რომაც ეხმაურებიან:

 

კომენტარები

ბოლო ამბები