Thumbnail
  • როგორ იბრძვიან გერმანელები ბოლომდე.
  • მუნდიალის მოლოდინში: (არცისე) პატარა მოგზაურობა ფეხბურთის ისტორიაში.

ზაფხულში, როცა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება, ყველა გულშემატკივარს პირველ რიგში იმის იმედი უნდა ჰქონდეს, რომ მისი საყვარელი გუნდის მეტოქე 2-ბურთიანი უპირატესობით არ დაწინაურდება. საქმე ისაა, რომ ასეთ ტურნირებზე 2-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან რთულია. ოღონდ, თუ საქმე გერმანიის ნაკრებს არ ეხება, რაღა თქმა უნდა…

გერმანელები ბრძოლას მხოლოდ მაშინ ამთავრებენ, როცა ისევ ავტობუსში სხედან...

1966 წლის მუნდიალის ფინალის წინ, რომელშიც ერთმანეთს ინგლისი და გერმანია ხვდებოდნენ, ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა ალფ რამსიმ მოედნისკენ მიმავალ შეგირდებს ასეთი სიტყვებით მიმართა: “თქვენ მათზე უკეთესები ხართ და მათი დამარცხება შეგიძლიათ, მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყოთ: გერმანელები მხოლოდ მაშინ იქნებიან დამარცხებულები, როცა მსაჯი საფინალო სასტვენს მისცემს, თქვენ კი მინიმუმ ერთით მეტი გოლი გექნებათ გატანილი!”

როგორც ინგლისის კაპიტანმა ბობი მურმა მოგვიანებით აღნიშნა, მას და ინგლისის ნაკრების სხვა ფეხბურთელებს სწორედ მწვრთნელის ეს სიტყვები გაახსენდათ, როცა ვოლფგანგ ვებერმა 90-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.

ანუ, გერმანიას ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა ისეთი გუნდის იმიჯი, რომელსაც ნებისმიერი თამაშის შემოტრიალება შეუძლია. როგორც იცით, ჰოლანდიელმა რონალდ კუმანმა ამ ფენომენს მოგვიანებით სხვანაირი ფორმულირება მისა: “გერმანელები ბრძოლას მხოლოდ მაშინ ამთავრებენ, როცა ისევ ავტობუსში სხედან!”

1954 წლის მუნდიალის ფინალი: გერმანია 3:2 უნგრეთი (0:2-ის შემდეგ)
მაქს მორლოკის გოლი, რომლის წყალობითაც ანგარიში 1:2 გახდა

ფენომენს, რომლის მიხედვითაც გერმანელები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და ამას ყველა დანარჩენზე უკეთ აკეთებენ, რა თქმა უნდა, სტატისტიკაც ადასტურებს. მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ ოთჯერ დაფიქსირდა ისეთი შემთხვევა, როცა გუნდმა ნახევარფინალში ან ფინალში 2-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. ამ 4 შემთხვევიდან ეს 3-ჯერ სწორედ გერმანიამ მოახერხა!

1954 წელი: ფრიც ვალტერი მსოფლიო თასით

სხვათა შორის, თითქმის ასეთივე ვითარებაა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაშიც. ნახევარფინალში, ან ფინალში, გუნდმა 2-ბურთიანი ჩამორჩენა მხოლოდ 3-ჯერ აღმოფხვრა და გერმანიის ნაკრებმა ეს არა მარტო 2-ჯერ მოახერხა, არამედ უფრო მეტიც - 3-დღიან ინტერვალში!!!

იმისათვის, რომ ეს ამბავი უფრო უკეთ გავიაზროთ, უნდა ვთქვათ, რომ 3 დღეში ორი ასეთი ე.წ. “ქამბექი” ფიფას ეგიდით ჩატარებულ არცერთ ტურნირზე, სხვა არცერთ გუნდს არ მოუხერხებია!

სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი 1916 წლიდან ტარდება, აზიის ჩემპიონატი - 1956 წლიდან, კონკაკაფის ოქროს თასი კი (ჩრდილოეთ ამერიკა, ცენტრალური ამერიკა, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები) 1963 წლიდან იმართება. ამ სამივე ტურნირის ნახევარფინალში ან ფინალში არასდროს დაფიქსირებულა ისეთი შემთხვევა, როცა გუნდი 2-ბურთიანი სხვაობით აგებდა და გათანაბრება შეძლო. ასეთი რამ მხოლოდ აფრიკაში მომხდარა, მაგრამ აფრიკის ჩემპიონატზეც მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა.

მხოლოდ 13 მატჩი

აი, იმ ნახევარფინალური ან ფინალური ქამბექ-მატჩების ჩამონათვალი, რომლებიც ვიპოვეთ:

► 30 ივნისი 1954: უნგრეთი V ურუგვაი 2:2 (2:0-ის შემდეგ)
[მუნდიალის ნახევარფინალი, საბოლოო შედეგი 4:2 დ.დ.]

► 04 ივლისი 1954: გერმანია V უნგრეთი 2:2 (0:2-ის შემდეგ)
[მუნდიალის ფინალი, საბოლოო შედეგი 3:2]

► 06 ივლისი 1960: იუგოსლავია V საფრანგეთი 4:4 (2:4-ის შემდეგ)
[ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი, საბოლოო შედეგი: 5:4]

► 14 იანვარი 1962: ეთიოპია V ტუნისი 2:2 (0:2-ის შემდეგ)
[აფრიკის ჩემპიონატის ნახევარფინალი, საბოლოო შედეგი 4:2]

► 19 იანვარი 1968: კონგო V ეთიოპია 2:2 (2:0-ის შემდეგ)
[აფრიკის ჩემპიონატის ნახევარფინალი, საბოლოო შედეგი 3:2 დ.დ.]

► 9 მარტი 1974: ზაირი V ეგვიპტე 2:2 (0:2-ის შემდეგ)
[აფრიკის ჩემპიონატის ნახევარფინალი, საბოლოო შედეგი 3:2]

► 17 ივნისი 1976: გერმანია V იუგოსლავია 2:2 (0:2-ის შემდეგ)
[ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი, საბოლოო შედეგი 4:2 დ.დ.]

► 20 ივნისი 1976: ჩეხოსლოვაკია V გერმანია 2:2 (2:0-ის შემდეგ)
[ევროპის ჩემპიონატის ფინალი, საბოლოო შედეგი 5:3 პ.ს.]

► 19 მარტი 1980: ალჟირი V ეგვიპტე 2:2 (0:2-ის შემდეგ)
[აფრიკის ჩემპიონატის ნახევარფინალი, საბოლოო შედეგი 4:2 პ.ს.]

► 8 ივლისი 1982: გერმანია V საფრანგეთი 3:3 (1:3-ის შემდეგ)
[მუნდიალის ნახევარფინალი, საბოლოო შედეგი 5:4 პ.ს.]

კლაუს ფიშერის გოლი საფრანგეთის ნაკრების კარში (1982)

► 14 მარტი 1984: ნიგერია V ეგვიპტე 2:2 (0:2-ის შემდეგ)
[აფრიკის ჩემპიონატის ნახევარფინალი, საბოლოო შედეგი 8:7 პ.ს.]

► 29 ივნისი 1986: არგენტინა V გერმანია 2:2 (2:0-ის შემდეგ)
[მუნდიალის ფინალი, საბოლოო შედეგი 3:2]

1986: კარლ-ჰაინ რუმენიგემ არგენტინასთან სხვაობა შეამცირა

► ხანგრძლივი პაუზა: ამის შემდეგ, თითქმის 14 წლის განმავლობაში ასეთ რამეს ვეღარავინ ახერხებდა.

► 13 თებერვალი 2000: კამერუნი V ნიგერია 2:2 (2:0-ის შემდეგ)
[აფრიკის ჩემპიონატის ფინალი, საბოლოო შედეგი 4:3 პ.ს.]

ეს ის თამაშია, სადაც ანგარიში ჯეი-ჯეი ოკოჩამ გაათანაბრა. და უკანასკნელი თავის “სტიქიაში” - თუ რომელიმე მატჩი გამოგვრჩა, გთხოვთ, შეგვისწოროთ…

შეიცვლება ეს ტენდენცია რუსეთში? ფაქტი ერთია: ბოლო ათწლეულებში, დიდი სანაკრებო ტურნირების ნახევარფინალებსა და ფინალებში 2-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან რთული გახდა. მაგრამ თუკი რუსეთში ასეთი რამ მაინც მოხდება, წინასწარვე ზუსტად ვიცით, ამას რომელი გუნდი მოახერხებს…

ფეხბურთის ისტორიაში ეს (არცისე) პატარა მოგზაურობა ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის გარი ლინეკერის ცნობილი სიტყვებით დავასრულოთ: “თამაში 90 წუთი გრძელდება და მას ყოველთვის გერმანელები იგებენ!”

1982 წელი: მარცხნივ მანფრედ კალტცი

 

კომენტარები

ბოლო ამბები