Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებს დევისის თასზე მძიმე მატჩი ელის
  • დღეს, მომავალი შეხვედრის წილისყრის პროცედურა შედგა

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ნორვეგიის ქალაქ ოსლოში იმყოფება, სადაც ხვალიდან მასპინძლებს დევისის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის ეგიდით დაუპირისპირდება.

ქართველმა ჩოგბურთელებმა Njaard Tennis klubb-ში რამდენიმე ვარჯიში ჩაატარეს, დღეს კი, ოფოციალური პრესკონფერნცია და წილისყრის პროცედურა შედგა, რომელმაც მომავალი შერკინების დაზუსტებული სურათი მოგვცა.

ნორვეგია - საქართველოს განრიგი

13 სექტემბერს ალექსანდრე მეტრეველი (695) ვიკტორ დურასოვიჩს (323) გაეჯიბრება, ხოლო გიორგი ცივაძე (933) – კასპერ რუუდს (60).

14-ში, წყვილებში მეტრეველი და ალექსანდრე ბაკში (ურეიტინგო) დურასოვიჩს და რუუდს ეთამაშებიან, შემდეგ კი 2 დასკვნითი მატჩია: რუუდი-მეტრეველი და დურასოვიჩი-ცივაძე.

რეიტინგებიდან გამომდინარე, მომავალი პაექრობის აშკარა ფავორიტად სკანდინავიელები მიიჩნევიან.

მომავალი  შერკინების ფავორიტად ნორვეგია მიიჩნევა

იმ ფონზე, როდესაც ნორვეგიაში არ ჩასულა საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მასპინძლებს 20 წლის კასპერ რუუდი ულიდერებს, რომელიც ATP-ს რეიტინგში მე-60 ადგილზეა და პირად რეკორდამდე მხოლოდ 6 პოზიცია აშორებს.

ხსენებულ ჩოგბურთელთა გარდა, საქართველოს ნაკრებში საბა ფურცელაძეც ირიცხება, კაპიტანი კი დავით კვერნაძეა.

ვთქვათ ისიც, რომ ჩვენს ნაკრებს გასამხნევებლად ნორვეგიის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ქალბატონი მაია ყიფშიძე ეწვია და მომავალ შერკინებაში წარმატებები უსურვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები