Thumbnail

'ძნელია, იყო სუსტი' - ტოჩინოშინი მოგების შემდეგაც უკმაყოფილოა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ქართველი ოძეკის პირველი კომენტარი ტომოკაძესთან გამარჯვების შემდეგ
  • ლევან გორგაძე კმაყოფილი მხოლოდ საბოლოო შედეგით დარჩა

აკი ბაშოს მე-5 დღეს ქართველმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მეორე გამარჯვება იზეიმა - მან ჰატაკიკომის ილეთით ტომოკაძე დაამარცხა. ამ ორთაბრძოლაში გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძვის. 

ახლა ქართველ სუმოისტს დარჩენილ 10 ორთაბრძოლაში 6 გამარჯვება ესაჭიროება. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე მონღოლი ტამავაშია. ექს-სეკივაკეს ლევანი 18:10-ს უგებს ურთიერთშეხვედრებში. 

სხვათა შორის, გამარჯვების მიუხედავად, ლევანი უკმაყოფილო იყო: "ჩვევად მექცა, დაჯახებისთანავე ბრძოლიდან თავის არიდება. ეს ვარჯიშებზეც კი ხდება. მარცხნიდან მავაშის ხელში ჩაგდებას ვაპირებდი და ამ დროს, ტაჩი აიზე მარჯვნიდან შევედი. არ ვიცი ეს რისი ბრალია, მოუთმენლობა გამოვიჩინე თუ ბრძოლას გავერიდე".

ერთადერთი, რითაც ქართველი სუმოისტი კმაყოფილია, ეს გამარჯვების აღსანიშნავი თეთრი ვარსკვლავია. "ძნელია იყო სუსტი", - თვითირონიულად შენიშნა ლევანმა, რითაც ხაზი გაუსვა მის ტრავმირებულ მუხლს. ეს კომენტარი მან nikkansports.com-თან გააკეთა. 

კომენტარები

ბოლო ამბები