Thumbnail

ჯენტლმენური პირობა ნ'გოლო კანტეზე - ჩელსი და რეალი შეთანხმდნენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჩელსის ფრანგი ნახევარმცველი რეალის ინტერესთა სფეროში კვლავ რჩება
  • ლონდონურმა და მადრიდულმა კლუბებმა ერთმანეთში შეთანხმება დადეს

საიდუმლო არაა, რომ რეალის მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს, ნ’გოლო კანტეს თავის გუნდში ხილვა სურს და მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი არ შედგა, ლონდონის ჩელსის ნახევარმცველი მადრიდელთა ინტერესთა სფეროში კვლავ რჩება. 

გასულ ზაფხულს, ესპანურ და ინგლისურ კლუბებს შორის 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მადრიდში ედენ აზარის გაშვება მოუხდათ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დათმობაზე ლონდონელებმა უკვე სასტიკი უარი თქვეს. 

რაც მთავარია, ლონდონის ჩელსის ფრანგის შემცვლელის დამატების შესაძლებლობა უბრალოდ არ აქვს, რადგან უეფამ კლუბს ორი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელის დამატება აუკრძალა.

ზიზუს გუნდში  თანამემამულის მიწვევა ნამდვილად სურს

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩელსის სურვილს ანგარიში გაუწიეს და მოლაპარკებაც შეწყვიტეს. ამის სანაცვლოდ კი ინგლისელებმა რეალთან გარიგების დადება გადაწყვიტეს, რომლის თანახმად, ჩელსი ვალდებულებას იღებს, რეალს აცნობოს ყველა წინადადების შესახებ, რომელსაც ფეხბურთელთან დაკავშირებით მიიღებს. 

საბოლოოდ, მხარეებმა ეს "ჯენტლმენური" შეთანხმება გააფორმეს კიდეც. რა თქმა უნდა, რეალს არ აქვს გარანტია, რომ კანტეს უახლოეს მომავალში აუცილებლად დაიმატებს, მაგრამ სამაგიეროდ, თუკი ჩელსი მის გაყიდვას ოდესმე დააპირებს, ამის შესახებ "სამეფო კლუბს" პირველ რიგში აცნობებს.

ნ’გოლო კანტეს ლონდონის ჩელსისთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მის სატრანსფერო ფასად კი 100 მილიონ ევრო სახელდება.

გასულ სეზონში ფრანგმა ნახევარმცველმა კლუბის მაისურით ჩატარებულ 36 მატჩში 4-4 გოლი და საგოლელ პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები