Thumbnail

ნეიმარი მაინც დაბრუნდება - ბარსელონა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კატალონიელთა დირექტორი ნეიმარის არშემდგარ ტრანსფერზე საუბრობს
  • ხავიერ ბორდასის თქმით, კლუბი ტრანსფერისთვის ყველაფერს გააკეთებს
  • მთავარია, ამის სურვილი ბრაზილიელ ფორვარდს მომავალშიც ჰქონდეს

გასულ ზაფხულს, დიდი მოლოდინის მიუხედავად, პარი სენ-ჟერმენიდან ბარსელონაში ნეიმარის დაბრუნება ვერ ვიხილეთ. ბევრი მითქმა-მოთქმისა თუ კლუბებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ისე გამოვიდა, რომ საბოლოოდ ბრაზილიელი მაინც პარიზში დარჩა. 

მაგრამ კატალონიური კლუბის დირექტორი ხავიერ ბორდასი აცხადებს, რომ ამ ტრანსფერის განსახორციელებლად მუშაობა გაგრძელდება და ბარსელონა ნეიმარის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

“სანამ ნეიმარს ჩვენთან გადმოსვლა სურს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაბრუნებლად. ფეხბურთში გამუდმებით იცვლება რაღაც, მაგრამ ნეიმარი - ნეიმარია. ეს განსაკუთრებული ვითარებაა. ის გამორჩეული ფეხბურთელია და მას ბარსელონაში გადმოსვლა სურს. ნეიმარი ვერაფრით შეეჩვია პარიზს, თავის დროზე მისი წასვლა კი შეცდომა იყო. ეს მან თავადაც აღიარა", - აქვეყნებს ბორდასის ნათქვამს ესპანური მედია.

ნეიმარი ბარსელონაში სანტოსიდან, 2013 წელს გადავიდა და იქ 2017 წლის ზაფხულამდე ითამაშა

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ბარელონიდან პარი სენ-ჟერმენში 2017 წლის ზაფხულში, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რაც მსოფლიო რეკორდია. 27 წლის ბრაზილიელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში ნეიმარმა პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 28 მატჩში ითამაშა, გაიტანა 23 გოლი და მიითვალა 13 საგოლე პასი. ახალ სეზონში ფეხბურთელს კლუბში არ უთამაშია. ახლახან მან ბრაზილიის ნაკრებში, კოლუმბიასა და პერუსთან ამხანაგურ შეხვედრებში ითამაშა.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები