Thumbnail

გაგამარუს მე-3 გამარჯვება აკი ბაშოზე - მიზნამდე 3 მოგებაა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აკი ბაშოზე მე-5 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • გაგამარუმ ჩიონოუმი ოშიდაშის ილეთით დაამარცხა

აკი ბაშოს მეხუთე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მეხუთე ბრძოლა ჩაატარა და მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი სუმოისტი, რომელიც ჯურიოს დივიზიონის მე-10 ნომერია, მე-11 ნომერ ჩიონოუმის  დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დაამარცხა. ჯუღელის ბალანსი აკი ბაშოზე 3:2-ზეა. მისი მომდევნო მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.

ჯუღელმა კიდევ 3 ორთაბრძოლა მაინც უნდა მოიგოს, რათა ელიტურ სუმოისტთა შორის ადგილი და შესაბამისად, სეკიტორის წოდება შეინარჩუნოს.

კომენტარები

ბოლო ამბები