Thumbnail

ვენსან კომპანი ოთხშაბათს საკუთარი გაცილების მატჩს გამოტოვებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ოთხშაბათს კომპანის გააცილებენ
  • საქველმოქმედო მატჩი მანჩესტერში გაიმართება

მანჩესტერ სიტის ყოფილი კაპიტანი და პრემიერლიგის 4 გზის გამარჯვებული - ვენსან კომპანი საკუთარი გაცილების მატჩს მუხლის მყესის ტრავმის გამო გამოტოვებს.

33 წლის მცველს, სიტის ლეგენდების გუნდში უნდა ეთამაშა, რომელიც მის საპატივცემულოდ ოთხშაბათს პრემიერლიგის ლეგენდების გუნდს დაუპირისპირდება.

მაგრამ ბელგიელი ამ მატჩს ვერ ითამაშებს "ტიპიური ვენსან კომპანი... სამწუხაროდ ისევ ტრავმის გამო ვერ ვთამაშობ." - განაცხადა ანდერლეხტის მოთამაშე-მწვრთნელმა.

მანჩესტერ სიტის ლეგენდები

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მეკარეები: ჯო ჰარტი, კოსტელ პანტილიმონი

მცველები: ვენსან კომპანი, ჯოლეონ ლესკოტი, მიკა რიჩარდსი, კოლო ტურე, პაბლო საბალეტა, რიჩარდ დანი, გაელ კლიში

ნახევარმცველები: ნაიჯელ დე იონგი, სამირ ნასი, შონ რაიტ-ფილიპსი, სტივენ აირლენდი, დავიდ სილვა, დიტმარ ჰამანი, ჯეიმს მილნერი

თავდამსხმელები: კრეიგ ბელამი, სერხიო აგუერო, მარიო ბალოტელი, ბენჟანი მვარუვარი

პრემიერლიგის ლეგენდები

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

მეკარეები: ედვინ ვან დერ სარი, შეი გივენი

მცველები: ფილ ნევილი, გარი ნევილი, ჯონ ო'ში, ვეს ბრაუნი

ნახევარმცველები: პოლ სქოულზი, ნიკი ბატი, მაიკლ კარიკი, რაიან გიგზი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, სესკ ფაბრეგასი

თავადამსხმელები: ტიერი ანრი, რობინ ვან პერსი

კომენტარები

ბოლო ამბები