Thumbnail
  • შოთა არველაძემ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში 17 გოლი გაიტანა
  • ლიტვასთან ბენეფისის შემდეგ ამ ნომინაციაში კრიშტიანო რონალდო ლიდერობს

transfermarkt-მა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გოლეადორთა TOP 10 გამოაქვეყნა. ქართველი ფეხბურთელის რჩეულთა სიაში მოხვედრა დიდი მოულოდნელობაა, რადგან ეროვნულ გუნდს დიდი წარმატება ამ ტურნირზე არასდროსჰქონია, მაგრამ ფაქტია - შოთა არველაძე ათეულშია! 

ქართული ფეხბურთის ლეგენდას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში 17 გოლი აქვს გატანილი (25 მატჩიდან) ეს კი კონტინენტზე მე-10 შედეგია. ამდენივე გოლი აქვს გატანილი ხორვატ დავორ შუკერსაც. ოღონდ, მას 17 გოლის გასატანად 18 მატჩი ეყო. 

შოთა არველაძეს სანაკრებო კარიერაში 26 გოლი აქვს გატანილი. აქედან 20 ოფიციალურ მატჩებში, 6 ამხანაგურებში. 20 გოლი კი საკმაოდ არათანაბრად არის გადანაწილებული ევროპისა (17) და მსოფლიოს (3) შესარჩევ ციკლებში.

პირველ ადგილზე ლიტვასთან ფენომენალური ასპარეზობის შემდეგ კრიშტიანო რონალდო გადავიდა, რომელსაც 25 გოლი აქვს გატანილი (31 მატჩში). კრიშტიანომ რობი კინს გადაუსწრო (23 გოლი), მესამე ადგილზე კი იონ დალ ტომასონია (20), რომელმაც დანია საქართველოს ნაკრებთან მატჩში გამოიყვანა. 

ევროპის ჩემპიონატის (შესარჩევი) ბომბარდირები. TOP 10

1. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) - 25

2. რობი კინი (ირლანდია) - 23

3. იონ დალ ტომასონი (დანია) - 20

4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) - 19

5. ჰაქან შუქური (თურქეთი) - 19

6. კლაას-იან ჰუნტელაარი (ჰოლანდია) - 18

7. რაული (ესპანეთი) - 18

8. იან კოლერი (ჩეხეთი) - 18

9. დავორ შუკერი (ხორვატია) - 17

10. შოთა არველაძე (საქართველო) - 17

კომენტარები

ბოლო ამბები