Thumbnail

'სანჩოს აგენტი იუნაიტედის წარმომადგენლებს შეხვდა' - ამბობენ ბორუსიაში

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • იუნაიტედის სანჩოს დამატება სურდა
  • მაგრამ ფეხბურთელი 2020 წლამდე ბორუსიას დატოვებას არ გეგმავს...

დორტმუნდის ბორუსიას 19 წლის ინგლისელი ვარსკვლავის - ჯეიდონ სანჩოს აგენტი მანჩესტერ იუნაიტედის წარმომადგენლებს შეხვდა, ამ ინფორმაციას ბორუსიას ტექნიკური დირექტორი მიხაელ 'სუსი' ცორკი ავრცელებს.

სანჩოს დორტმუნდის ფორმით ჩატარებულ 60 მატჩში, 17 გოლი აქვს გატანილი და 27 საგოლე გადაცემა შესრულებული. "იუნაიტედი სანჩოს აგენტს შეხვდა, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ რამდენიც არ უნდა გადაეხადათ, წელს არ გავუშვებდით."

"არც მოთამაშეს სურს სადმე წასვლა, ყოველშემთხვევაში 2020 წლამდე..." - ამბობს ცორკი. ახალგაზრდა სანჩო ბორუსიამ მანჩესტერ სიტიდან 7 მილიონ ფუნტად შეიძინა და მას შემდეგ კლუბის ერთ-ერთი ლიდერია.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ იუნაიტედის დირექტორს - ედ ვუდვარდს კარგი სატრანსფერო პროცესების წარმოება არ შეუძლია, რითიც სულშერამდე კლუბის ყველა მწვრთნელი უკმაყოფილო იყო. შედეგად იუნაიტედმა წელს წინა ხაზში მხოლოდ ახალგაზრდა უელსელის - დენიელ ჯეიმსის დამატება შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები