Thumbnail

შოთა არველაძე ლეგენდებთან ერთად - 13 ოქტომბერს გერმანიაში მაგარი თამაშია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • შოთა არველაძე 13 ოქტომბერს ჰამბურგში ითამაშებს
  • ქართველი ლეგენდა რაფაელ ვან დერ ვაარტმა გამოსამშვიდობებელ მატჩზე დაპატიჟა

199 მატჩი და უშუალო მონაწილეობა 121 გოლში - რაფაელ ვან დერ ვაარტი ჰამბურგის ლეგენდაა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ჰოლანდიელმა ნახევარმცველს გამოსამშვიდობებელ მატჩს სწორედ გერმანული კლუბი უწყობს. ვან დერ ვაარტი HSV-ში 2005-დან 2008 წლამდე და მერე 2012-დან 2015 წლამდე თამაშობდა.

36 წლის ჰოლანდიელის გამოსათხოვარ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძეც ითამაშებს!

მატჩი 13 ოქტომბერს, ჰამბურგის ‘ფოლკსპარკშტადიონზე’ გაიმართება და მასში ერთმანეთს “რაფას ჰამბურგის ვარსკვლავები” და “რაფას ოლ სტარი” დაუპირისპირდებიან. როგორც სახელიც გეუბნებათ, პირველ გუნდში ვან დერ ვაარტის ყოფილი ჰამბურგელი თანაგუნდელები ითამაშებენ, მეორე გუნდში კი მისი მეგობრები გერმანულ კლუბს მიღმა. არველაძე სწორედ ამ გუნდში იქნება.

რაფაელ ვან დერ ვაარტი ჰამბურგის ლეგენდაა

“ძვირფასო რაფა, მადლობა მოწვევისთვის შენს გამოსამშვიდობებელ მატჩზე ჰამბურგში. ჩემთვის შენთან ერთად თამაში პრივილეგია იყო. ერთად კარგი დრო გვაქვს გატარებული,” - წერს არველაძე ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში. შეგახსენებთ, რომ ისინი ერთად ამსტერდამის აიაქსში თამაშობდნენ (2000-2001). 

ვან დერ ვაარტის გამოსამშვიდობებელი მატჩის შემადგენლობები სრულად:

რაფას ჰამბურგის ვარსკვლავები: შტეფან ვეხტერი, რენე ადლერი, სვენ ნოიჰაუსი, დენის აოგო, ნაიჯელ დე იონგი, სერგეი ბარბარესი, მარსელ იანსენი, დავიდ იაროლიმი, იორის მატაისენი, პიოტრ ტროხოვსკი, ტიმოთი ატუბა, დანიელ ვან ბუიტენი, ბენიამინ ლაუთი, 
რომეო კასტელენი, ხალიდ ბულაჰრუზი, კოლინ ბენჯამინი, შტეფან ბაინლიხი, გი დემელი, ვენსან კომპანი, პიერ-მიშელ ლასოგა, მეჰდი მაჰდავიკია, ჰაიკო ვესტერმანი, მარსელო დიასი, ბასტიან რაინჰარდტი.

რაფას ოლ სტარი: შოთა არველაძე, ედვინ ვან დერ სარი, ეურელიო გომესი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, ფაბიო კანავარო, პიტერ კრაუჩი, მარკ ოვერმარსი, არიენ რობენი, ანდრე ოოიერი, კლაას იან ჰუნტელაარი, ვესლი სნეიდერი, მარკ ვან ბომელი, ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი, ჯონ ჰეიტინგა, ჯერმაინ დეფო, რობინ ვან პერსი, რონალდ დე ბური, პატრიკ კლუივერტი, კლარენს ზეედორფი.

კომენტარები

ბოლო ამბები