Thumbnail

სოსო მათიაშვილი ULTIMATE RUGBY-ს რჩეულია - ტესტების სიმბოლური ნაკრები

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ULTIMATE RUGBY-მ სოსო მათიაშვილი სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა
  • მსოფლიო თასამდე ბოლო მატჩების გამორჩეული მორაგბეები დაასახელეს

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასამდე ბოლო მატჩი შოტლანდიასთან გამართა და ბრიტანელებთან მეოთხედ დამარცხდა. ULTIMATE RUGBY-მ ბოლო ტესტების სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც 15 ნომერზე სოსო მათიაშვილი მოხვდა.

მათიაშვილმა შოტლანდიასთან 11 მცველი მოატყუა და 80-მეტრზე მეტი ირბინა. სოსო ერთ-ერთი გამორჩეული იყო ნაკრების რიგებში.

სიმბოლური შემადგენლობა ასე გამოიყურება: 1.ელის ჯენჯი (ინგლისი), 2. კოდი ტეილორი (ახალი ზელანდია), 3. ტაჯ ფარლონგი (ირლანდია), 4. ჯეიმს რაიანი (ირლანდია), 5. ფრანკო მოსტერტი (სამხრეთ აფრიკა), 6. არდი სავეა (ახალი ზელანდია), 7. მარკ უილსონი (ინგლისი), 8. ჯეკ დემპსი (ავსტრალია).

9. ბენ იანგსი (ინგლისი), 10. ადამ ჰასტინგსი (შოტლანდია), 11. ჯორჯ ბრიჯი (ახალი ზელანდია), 12. მეტ ტომუა (ავსტრალია), 13. რობი ჰენშოუ (ირლანდია), 14. მაკაზოლე მაპიმპი (სამხრეთ აფრიკა), 15. სოსო მათიაშვილი (საქართველო).

გამოკითხვა

ვინ მოიგებს D ჯგუფს?

  • უელსი
  • ავსტრალია
  • ფიჯი
  • საქართველო
  • ურუგვაი

კომენტარები

ბოლო ამბები