Thumbnail

დისკვალიფიკაცია ტოჩინოშინს - ქართველ სუმოისტს წაგება ჩაეთვალა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

აკი ბაშოს მეოთხე დღეს ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მაკუუჩი დივიზიონში კომუსუბი აბის დაუპირისპირდა და მესამედ დამარცხდა.

ლევანმა აბის დოჰიოდან გადაგდება მოახერხა, თუმცა მსაჯების გადაწყვეტილებით, ეს ყველაფერი წესების დარღვევით მოხდა. მან მეტოქეს თმაში მოქაჩა და დოჰიოდან ისე გადააგდო, რის გამოც ტოჩინოშინს ჰანსოკუ (დისკვალიფიკაცია) დაუფიქსირეს და წაგება ჩაუთვალეს.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-3 მაეგაშირა ტომოკაძეს შეხვდება. ლევანს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად 7 ბრძოლის მოგება სჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები