Thumbnail

რობერტსონი აიჭრა - ლივერპულის შოტლანდიელ მცველს საქართველო კვიპროსში ერევა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • შოტლანდიის ნაკრების მცველს რუსეთთან თამაშის შემდეგ შეცდომა მოუვიდა
  • სავარაუდოდ, ენდი რობერტსონს ერთმანეთში კვიპროსი და საქართველო აერია 

შოტლანდიის ნაკრებისა და ლივერპულის მცველს, ენდრიუ (ენდი) რობერტსონს, კვიპროსი და საქართველო ერთმანეთში ერევა. 

ევრო 2020-ის შესარჩევ I ჯგუფში შოტლანდიის ნაკრები ბელგიასთან, რუსეთთან, ყაზახეთთან, კვიპროსსა და სან მარინოსთან ერთად გამოდის და ძალიან ცუდად. სტივ კლერკის გუნდს 6 მატჩში 2 მოგება და 4 მარცხი აქვს და ჯგუფში ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა.

შოტლანდიელებმა ჯგუფში ზედიზედ ბოლო სამი მატჩი წააგეს - სტუმრად და შინ ბელგიასთან (0:3, 0:4) და საკუთარ მოედანზე რუსეთის ნაკრებთან (1:2). რუსებთან წაგებული თამაშის შემდეგ შოტლანდიელთა 25 წლის მცველმა ჟურნალისტებთან ასეთი რამ თქვა:

"რუსეთს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს და შედეგებიც შესაბამისი აქვს საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებთან. ეს ის ნაკრებებია, რომლებთან ჩვენც უნდა მოგვეგო". 

სავარაუდოდ, რობერტსონს საქართველოს ნაცვლად, კვიპროსის ნაკრები უნდა ეხსენებინა, რომელსაც რუსეთის ეროვნულმა გუნდმა შინ მინიმალური ანგარიშით სძლია. შოტლანდიელებმა შესარჩევში კვიპროსთან შინ ანგარიშით 2:1 მოიგეს, სტუმრად ყაზახეთთან კი 0:3 დამარცხდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები