Thumbnail

გაგამარუმ მეორედ წააგო - ქართველს 4 მოგება სჭირდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აკი ბაშოზე მე-4 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • გაგამარუ იჩიამამოტოსთან შიტატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა

აკი ბაშოს მეოთხე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მეოთხე ბრძოლა ჩაატარა და მეორედ დამარცხდა.

ქართველი სუმოისტი, რომელიც ჯურიოს დივიზიონის მე-10 ნომერია, მე-9 ნომერ იჩიამამოტოს დაუპირისპირდა და შიტატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა. ჯუღელის ბალანსი აკი ბაშოზე 2:2-ზეა. მისი მომდევნო მეტოქე ჯერჯერობით უცნობია. 

ჯუღელმა 4 ორთაბრძოლა მაინც უნდა მოიგოს, რათა ელიტურ სუმოისტთა შორის ადგილი და შესაბამისად, სეკიტორის წოდება შეინარჩუნოს.

კომენტარები

ბოლო ამბები