Thumbnail
  • ლიეტუვა 1:5 პორტუგალია
  • პორტუგალიის ნაკრების ლიდერი საფეხბურთო სამყაროს გაოცებას განაგრძობს

პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანო რონალდო საფეხბურთო სამყაროს გაოცებას განაგრძობს.

34 წლის თავდამსხმელმა ამჯერად ლიეტუვაში გაილაღა, სადაც მისი გუნდი ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩის ჩასატარებლად ჩავიდა და 5:1 მოიგო, რონალდუმ კი პოკერის შესრულება მოახერხა.

📺 ლიეტუვა - პორტუგალია 1:5

კრიშტიანომ გოლები მე-7, 61-ე, 65-ე და 76-ე წუთებზე გაიტანა და ეროვნული გუნდის მაისურით მე-8 ჰეთ თრიკი და 93 ბურთი მოუგროვდა, ამასთან, ლიეტუვა მე-40 ნაკრები გახდა, ვისი კარის აღებაც პორტუგალიელმა ვარსკვლავმა შეძლო.

ახლა, რონალდოს 16 შედეგიანი დარტყმა რჩება, რათა ირანელი ალი დაეის მსოფლიო რეკორდს გაუთანაბრდეს. იოლი გამოსათვლელია, რომ აზიელი ბომბარდირის აქტივში 109 გოლია.

ვთქვათ ისიც, რომ კრიშტიანომ პორტუგალიის ნაკრების რიგებში 160-ე მატჩი ჩაატარა და ამ მხრივ ევროპის მასშტაბით ლიდერ ჯანლუიჯი ბუფონს (იტალია) 16 თამაშით ჩამორჩება, მსოფლიოში პირველი შედეგი კი ეგვიპტელ აჰმედ ჰასანს (184) აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები