Thumbnail
  • ტროპიკულმა ციკლონმა უკვე ორი ადამიანი იმსხვერპლა
  • გადაიდება თუ არა მატჩები – რას გვეუბნება ტურნირის რეგლამენტი?

იაპონიაში მძვინვარე ქარიშხალი ფაკსაი ძალას იკრებს და შესაძლოა, საფრთხე მოახლოებული მსოფლიო თასის მატჩებსაც შეუქმნას. ტროპიკული ციკლონი ამჟამად ტოკიოს ოლქს უტევს. ორშაბათს ღამით ქარის სიჩქარემ 200 კმ/სთ-ს გადააჭარბა და 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ამას გარდა, დედაქალაქის ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღო, იაპონიაში მზის ენერგიაზე მომუშავე ყველაზე დიდი სადგური მწყობრიდან გამოვიდა, ასობით ავიარეისი გადაიდო, სარკინიგზო სისტემაში კი სრული კოლაფსი შეიქმნა.

უამინდობის გამო, ნარიტას აეროპორტში ოთხი საათი ცდა მოუხდა ინგლისის ნაკრებს, რომელსაც მიიაძაკის საწვრთნელ ბანაკამდე ჩასვლა დიდ კოშმარად ექცა. გეგმები აერიათ ახალი ზელანდიის, ავსტრალიის და საფრანგეთის გუნდებსაც.

უამინდობამ პრობლემები ედი ჯონსის მიერ გაწვრთნილ ინგლისის ნაკრებსაც შეუქმნა

წინასწარი ინფორმაციით, იაპონიაში უამინდობა მინიმუმ ოქტომბრამდე გასტანს და ქარის და წვიმის გარდა, მიწისძვრებსაც ელიან. ცუდი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, უკვე მიდის საუბარი, რომ მსოფლიო თასის მონაწილე გუნდებს ვარჯიში დარბაზებში ხელოვნურ საფარზე მოუწევთ.
შესაძლოა, თუ არა აღნიშნულმა მომავალი ტურნირის განრიგიც არიოს? ვნახოთ, რას გვეუბნება მსოფლიო თასის რეგლამენტი.

"თუკი ჯგუფური ეტაპის მატჩი დაგეგმილ დროს ვერ ჩატარდა, მისი გადადება არ ხდება. ამ შემთხვევაში თამაშის შედეგად ფრე 0:0 დაფიქსირდება და ორივე გუნდი ორ ქულას მიიღებს. თუ საუბარია პლეი-ოფის შეხვედრაზე, მისი გადატანა სხვა დღისთვის მოხდება, რომელსაც მსოფლიო რაგბი დაადგენს”.

აღნიშნულის მიუხედავად, იმედიანად არიან ტურნირის ორგანიზატორები და ირწმუნებიან, რომ შეჯიბრის დათქმულ ვადებში ჩასატარებლად მაქსიმუმი გაკეთდება.

ქარიშხალი იაპონიაში

“ამ ქარიშხლისგან ნებისმიერ რამეს უნდა ველოდეთ. უბრალოდ, ყველა შესაძლო სცენარი უნდა განვიხილოთ. პროგნოზის თანახმად, მიწისძვრებიც იქნება და კარგია, რომ ამ მხრივ იაპონია, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე კარგად არის მომზადებული. შენობების უმრავლესობა ისეა დაპროექტებული, რომ ძლიერ რყევებს გაუძლოს. იგივეს თქმა შეიძლება სატრანსპორტო ქსელზეც. სპეციალურად, მსოფლიო თასისთვის გაუმჯობესებულ იქნა მოსახლეობის გაფრთხილების სისტემაც, მათ შორის ინგლისურ ენაზეც”.

შეგახსენებთ, რომ იაპონია მსოფლიო თასს 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე პერიოდში უმასპინძლებს, შეჯიბრის 20 მონაწილეს შორის კი საქართველოს ნაკრებიცაა, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი ეყოლება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები