Thumbnail

იურგენ კლოპი: ტიტულები მთავარი არ არის, მაგრამ პრემიერლიგა უნდა მოვიგოთ!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იურგენ კლოპმა საკუთარ მოტივაციაზე ისაუბრა
  • გერმანელის მთავარი მიზანი პრემიერლიგის მოგებაა

იურგენ კლოპისთვის ყოველდღიური მუშაობის მოტივაცია ტიტულების მოგება არ არის. ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ფრანკფურტის ავტოშოუზე სტუმრობისას ისაუბრა.

“ტიტულების მოგება არასდროს ყოფილა ჩემი მთავარი მოტივატორი. მე ყველა თამაშის მოგება მინდა და ისიც, რომ ჩემი ფეხბურთელები ყოველდღიურად უკეთესები გახდნენ. სწორედ ეს არის ჩემი მოტივაცია. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუ ეს გზა ტიტულამდე მიგვიყვანს,” - აღნიშნა გერმანელმა.

წინა სეზონში კლოპის მიერ გაწვრთნილმა ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, აგვისტოში კი ევროპის სუპერთასსაც დაეუფლა. კლოპი არ მალავს, რომ მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ინგლისის ჩემპიონობას ექნება.

“წინა სეზონში პრემიერლიგის მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ძალიან სამწუხაროა, როცა მთელ სეზონში მხოლოდ ერთ მატჩს წააგებ და ეს მაინც არ იქნება საკმარისი ჩემპიონობისთვის,” - დასძინა კლოპმა. შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა ინგლისის ჩემპიონობა ბოლოს 1990 წელს იზეიმა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

ახალ სეზონში ლივერპულს ოთხივე მატჩი მოგებული აქვს პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. “ჩემს გუნდს გაცილებით მეტი შეუძლია. ინგლისის ჩემპიონობა ჩვენი დიდი შრომის საუკეთესო დაფასება იქნებოდა,” - განაცხადა კლოპმა ფრანკფურტში.

იურგენ კლოპს ლივერპულთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. მერსისაიდულ კლუბთან ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ იურგენი ცოტა ხნით დასვენებას აპირებს. მას გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას უწინასწარმეტყველებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები