Thumbnail

საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა - 1:2.

9 თებერვალს ნაკრები სერბეთს დაუპირისპირება. 

საქართველოს ნაკრებმა ევროპა-აფრიკის ზონის I ჯგუფში ასპარეზობა მარცხით დაიწყო. ჩვენი ნაკრები, რომელსაც მარგალიტა ჩახნაშვილი რანცინგერი კაპიტნობს, ბულგარეთს შეხვდა და 1:2 დამარცხდა.

სოფიო შაფათავა ორ სეტში დამარცხდა იზაბელა შინიკოვასთან (380) - 3:6, 3:6. 

ხოლო ეკატერინე გორგოძე ვიქტორია ტომოვასთან (135) დამარცხდა - 2:6, 3:6. 

წყვილთა ბრძოლა ქართველებმა კი მოიგეს - ოქსანა კალაშნიკოვამ და სოფიო შაფათავამ პეტია არშინკოვა და იულია ტერზისკა დაამარცხეს - 6:0, 6:4, მაგრამ ნაკრები საბოლოოდ 1:2 დამარცხდა.

7 თებერვალს A ჯგუფში პირველი შეხვედრა გაიმართა - სერბეთმა ბულგარეთს 2:1 მოუგო. 9-ში კი ბოლო მატჩია საქართველო - სერბეთი. 

კომენტარები

ბოლო ამბები