Thumbnail
  • ბელა ხოტენაშვილმა რვა გამარჯვება და ერთი ყაიმი მიითვალა
  • უძლიერეს A ტურნირში ჩემპიონობა ბაადურ ჯობავამ იზეიმა

მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო ფესტივალის ქალთა ტურნირი ბელა ხოტენაშვილის (2371) დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ბელამ "მაიას თასზე", სადაც უძლიერესი შემადგენლობა იყო თავმოყრილი, ფანტასტიური შედეგი დააფიქსირა: რვა გამარჯვება და მხოლოდ ერთი ყაიმი! მასთანავე, ხოტენაშვილმა 52,2 სარეიტინგო ქულაც შეიმატა.

გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა ნინო ხომერიკი (2370), მესამე ადგილზე კი 7.0 ქულით სოფიკო ხუხაშვილი გავიდა.

ბელა ხოტენაშვილმა 52,2 სარეიტინგო ქულა შეიმატა 

ქალთა ტურნირში  32 მოჭადრაკე იყო ჩართული. მათ შორის ორი ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი, ოთხი ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი, ექვსი ვაჟთა შორის საერთაშორისო ოსტატი, ერთი ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი და ერთიც - ფიდეს ოსტატი.

I ადგილი - ბელა ხოტენაშვილი (2371) – 8,5 ქულა;

II ადგილი - ნინო ხომერიკი (2320) – 7,5 ქულა;

III ადგილი - სოფიკო ხუხაშვილი (2303) – 7 ქულა;

IV ადგილი - ალექსანდრა ვახანია (2188) – 6,5 ქულა;

V ადგილ - ნინო ბაციაშვილი (2349) – 6 ქულა;

VI ადგილი -  მერი არაბიძე (2402) – 5,5 ქულა;

VII ადგილი - ლელა ჯავახიშვილი (2377) – 5,5 ქულა;

ბაადურ ჯობავამ პირველობა არავის დაუთმო

შეგახსენებთ, რომ მანამდე, დიდ დიღომში მდებარე  "ჭადრაკის დედოფლის" აკადემიაში დასრულებულ "მაიას თასის" A ტურნირზე პირველობა საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2700) იზეიმა. მან 9 ტურში 7,5 ქულა დააგროვა და ამასთან, შეჯიბრი მარცხის გარეშე განვლო.

ჩემპიონს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და 7 ქულით II-VI ადგილები გაინაწილეს: ბრაზილიელმა ალექსამდრ ფიერმა (2495), დავით მაღალაშვილმა (2490), დავით ჯოჯუამ (2513), ლევან ფანცულაიამ (2598) და ნიკა ვოლკოვმა (2251).

I ადგილი - ბაადურ ჯობავა (2700) – 7,5 ქულა;

II ადგილი - ალექსანდრ ფიერი (ბრაზილია, 2495) – 7 ქულა;

III ადგილი- დავით მაღალაშვილი (2490) – 7 ქულა;

IV ადგილი - დავით ჯოჯუა (2513) – 7 ქულა;

V ადგილი- ლევან ფანცულაია (2598) – 7 ქულა;

VI ადგილი -  ნიკა ვოლკოვი (2251) – 7 ქულა;

VII ადგილი - გიგა ყუფარაძე (2636) – 6,5 ქულა;

კომენტარები

ბოლო ამბები