Thumbnail
  • სერია A-ს კლუბები ამ სეზონში ფეხბურთელებს ჯამში 1,36 მლრდ ევროს გადაუხდიან
  • იტალიის ჩემპიონატში ყველაზე დიდი სახელფასო ფონდი ტურინის იუვენტუსს აქვს 

იტალიის ჩემპიონატში ყველაზე მაღალი ანაზღაურება ტურინის იუვენტუსის ვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდოს აქვს. როგორც La Gazzetta dello Sport იუწყება, პორტუგალიელი თავდამსხმელი წელიწადში 31 მილიონ ევროს იღებს. 

სერია A-ში ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე ფეხბურთელთა შორის მეორე ადგილზეც ტურინული კლუბის წარმომადგენელია - ახალწვეული მატეის დე ლიხტი. ჰოლანდიელი მცველი წელიწადში, ბონუსების გარეშე, 8 მილიონ ევროს იღებს.

20 წლის ჰოლანდიელ მცველზე მაღალი ხელფასი ლიგაში მხოლოდ კრიშტიანოს აქვს

მესამე ადგილს კი მილიანის ინტერის ფორვარდი რომელუ ლუკაკუ და იუვენტუსის თავდამსხმელი გონსალო იგუაინი იყოფენ - 7,5-მილიონიანი ხელფასებით. 

სერია A-ს ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე ფეხბურთელების გუნდი ასეთი იქნებოდა

დონარუმა (6 მლნ) - დე ლიხტი (8), ბონუჩი (5,5), კულიბალი (6) - სანჩესი (5), რემზი (7), რაბიო (7), დუგლას კოშტა (6) - დიბალა (7,3), ლუკაკუ (7,5), რონალდო (31).   

როგორც ირკვევა, სერია A-ს კლუბები ამ სეზონში თავიანთ ფეხბურთელებს ჯამში 1,36 მილიარდ ევროს გადაუხდიან, რაც აბსოლუტური რეკორდია ლიგის ისტორიაში.

ფეხბურთელთა ხელფასებში იტალიაში ყველაზე მეტს ტურინის იუვენტუსი ხარჯავს და ამ მხრივ ქვეყნის ჩემპიონები მნიშვნელოვნად წინ დგანან დანარჩენებზე. "ბებერი ქალბატონი" ამ სეზონში თავის მოთამაშეებს 294 მილიონს გადაუხდის.

შემდეგ მოდის მილანის ინტერი, რომლის სახელფასო ბიუჯეტი 139 მილიონი ევროა. ფეხბურთელების ხელფასებში 125 მილიონ ევროს დახარჯავს რომა, მილანი - 115 მილიონს, ხოლო ნაპოლი - 103 მილიონს.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები