Thumbnail

მესი და MLS - სად ითამაშებს ლეო, როდესაც 34 წლის იქნება?

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლეო ბარსელონასთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ამერიკაში წასვლასაც განიხილავს
  • არგენტინელ სუპერვარსკვლავს კატალონიელებთან ხელშეკრულება 2021 წელს ეწურება

ბარსელონას თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, ბარსელონასთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, 2021 წლის ზაფხულში, შესაძლოა, კატალონიური კლუბი დატოვოს და სათამაშოდ ამერიკაში გადაბარგდეს. ესპანური მედიის ცნობით, 32 წლის არგენტინელი თავდამსხმელი კარიერის MLS-ში გაგრძელების ვარიანტსაც განიხილავს. 

ლეოს, რომელიც კატალონიური კლუბის აკადემიის აღზრდილია, მხოლოდ ბარსაში უთამაშია 

ლიონელ მესი, რომელსაც კარიერის განმავლობაში მხოლოდ ბარსელონაში უთამაშია, ესპანეთის ათგზის ჩემპიონია. ასევე გაუმარჯვია ჩემპიონთა ლიგაში (4-ჯერ), ესპანეთის თასსა (6) და სუპერთასზე (8). ფეხბურთელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზი - "ოქროს ბურთი" ხუთჯერ აქვს მოგებული, არგენტინაში კი წლის საუკეთესო ფეხბურთელად 11-ჯერ დაასახელეს.

გასულ სეზონში ლეომ ბარსელონას მაისურით 50 მატჩში ითამაშა, გაიტანა 51 გოლი და მიითვალა 22 საგოლე პასი. მიმდინარე სეზონში არგენტინელ სუპერვარსკვლავს არ უთამაშია, რადგან სეზონის წინ ვარჯიშზე მიღებული ტრავმა ახლახან მოიშუშა. გავრცელებული ინფორმაციით, მესი ბარსელონასთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშს 11 სექტემბრიდან შეუდგება და სავარაუდოდ, ვალენსიასთან ლა ლიგის მომავალი ტურის შეხვედრაშიც ითამაშებს.

ლეოს ტრავმის გამო ამ სეზონის არცერთ მატჩში უთამაშია

ლა ლიგაში ჩატარებულ სამ მატჩში ბარსელონას თითო მოგება, ფრე და მარცხი აქვს. ვალვერდეს გუნდს 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 14 სექტემბერს, ვალენსიასთან ჩაატარებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები