Thumbnail

ბალოტელი სომხურად ლაპარაკობს - მარიომ მხითარიანს მიმართა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბალოტელი სამშობლოში დაბრუნდა და ბრეშაში თამაშობს
  • მარიომ მხითარიანს აზრი იტალიის შესახებ ჰკითხა

იტალიის სერია A-ში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდა. მარიო ბალოტელი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას ბრეშაში აგრძელებს. იტალიაში გადავიდა ჰენრიკ მხითარიანიც, რომელიც რომაში ითამაშებს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ბალოტელი მხითარიანს სომხურად მიმართავს. მარიო ჰენრიკს კითხავს უსვამს: ''მიკი, იტალიაში ხომ მაგარია, ეს ხომ სიმართლეა?''.

29 წლის მარიოსთვის ბრეშა მე-4 იტალიური კლუბია, რომლის ღირსებასაც დაიცავს. რაც შეეხება მხითარიანს, ჰენრიკი რომში კარგ ხასიათზე ბრუნდება, რადგანაც სანაკრებო პაუზის დროს ბოსნიასთან დუბლის შესრულება მოახერხა.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები