Thumbnail

მიხაელ შუმახერი პარიზის კლინიკაში გადაიყვანეს! ფანები ღელავენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • Le Parisien-ის ინფორმაციით, მიხაელ შუმახერი პარიზის კლინიკაშია
  • ფორმულა 1-ის ლეგენდას ცნობილი ქირურგის დახმარება სჭირდება

ფორმულა 1-ის რეკორდსმენი ჩემპიონი მიხაელ შუმახერი პარიზის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Le Parisien წერს. ჩვენი ფრანგი კოლეგების ინფორმაციით, 50 წლის შუმი ჟორჟ პომპიდუს სახელობის ჰოსპიტალში ორშაბათს ნაშუადღევს მიიყვანეს და ამ ფაქტის გასაიდუმლოების მიზნით, სხვა სახელითა და გვარით დაარეგისტრირეს.

ჟორჟ პომპიდუს სახელობის ჰოსპიტალი პარიზში

Le Parisien-ში ვკითხულობთ, რომ შუმახერს სახე დაფარული ჰქონდა, რათა არავის ეცნო. გაზეთი ასევე წერს, რომ შუმი გულისა და სისხლძარღვების ქირურგიის განყოფილებაში დააწვინეს. როგორც ირკვევა, მიხაელი გულის ცნობილი ქირურგის, ფილიპ მენაშეს პაციენტია.

წაიკითხეშუმახერის ტრაგედიის დეტალები - რა და როგორ მოხდა 5 წლის წინ

შეგახსენებთ, რომ მიხაელ შუმახერი 2013 წლის 29 დეკემბერს მერიბელში (საფრანგეთი) თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და თავის ქალისა და ტვინის უმძიმესი დაზიანებები მიიღო. ფორმულა 1-ის ლეგენდის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, შუმი თვეების მანძილზე კომაში იყო. გერმანელი მას მერე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა - მისმა მეუღლემ შვეიცარიაში ვილა ფაქტობრივად კლინიკად გადააკეთა. წლებია, შუმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. მას მერე მისი არცერთი ფოტო ან ვიდეო-კადრი არ გავრცელებულა.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი 2019 წელს?

  • ლუის ჰემილტონი
  • სებასტიან ფეტელი
  • მაქს ფერსტაპენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები