Thumbnail

ზედიზედ მეორე მოგება - გაგამარუმ სოკოკურაი დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აკი ბაშოზე მესამე დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • გაგამარუმ ჩინელი სოკოკურაის დამარცხება შეძლო

აკი ბაშოს მესამე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მესამე ბრძოლა ჩაატარა და მეორე გამარჯვება იზეიმა. 

ქართველი სუმოისტი, რომელიც ჯურიოს დივიზიონის მე-10 ნომერია, ასევე მე-10 ნომერ სოკოკურაის დაუპირისპირდა და დოჰიოდან ოშიდაშის ილეთით გაიყვანა.

ჯუღელის ბალანსი აკი ბაშოზე 2:1-ზეა. მისი მომდევნო მეტოქე ჯერჯერობით უცნობია. 

ჯუღელმა 4 ორთაბრძოლა მაინც უნდა მოიგოს, რათა ელიტურ სუმოისტთა შორის ადგილი და შესაბამისად, სეკიტორის წოდება შეინარჩუნოს.

კომენტარები

ბოლო ამბები