Thumbnail

‘არ ინერვიულოთ, თქვენს ძმობას ვფიცავარ’ - ბორჯღალოსნებს ეს იაპონელი მიხედავს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრების იაპონელი თარჯიმნის პოსტი
  • ჰაიატე სოტომე იაპონელი ქართველოლოგია

ჰაიატე სოტომე იაპონელი ქართველოლოგია, კარგად იცნობს ქართველ სუმოისტებს, ძიუდოისტებს და მორაგბეებს. 28 წლის სოტომე რაგბის მსოფლიო თასზე ‘ბორჯღალოსნების’ თარჯიმანი იქნება. ქართული სპორტის გარდა, ძალიან უყვარს ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, მთლიანად ქართული კულტურა, ხელოვნება და, რა თქმა უნდა, სამზარეულო. ცოტა ხნის წინ, მან ‘კვირის პალიტრასთან’ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოთი მას მერე დაინტერესდა, რაც თენგიზ აბულაძის ფილმი “მონანიება” ნახა. უყვარს ვაჟა ფშაველას შემოქმედება…

სოტომემ ფეისბუქზე ქართველ მორაგბეებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, პოსტში კი წერს: 

“მოკლედ, თარჯიმანი გახლავართ რაგბის ეროვნული ნაკრებისა მსოფლიოზე. ეს ჩემთვის დიდი პატივია და კიდევ დიდი პასუხისმგებლობაც ქართველი ხალხის წინაშე, რადგანაც ჩემი მოვალეობაა ის, რომ ბორჯღალოსნებმა თავისი თავი უნდა იგრძნონ ისე კარგად, როგორც საქართველოში გრძნობენ და რაღაცნაირი ისეთი შედეგები ჩამოიტანონ, როგორიც თქვენს გულს გაახარებს. ამისთვის მზად ვარ, რომ ჩემი მთელი ენერგია დავხარჯო ყველაფერში, რაც შემიძლია. აქედან გამომდინარე, მე ყველაზე ახლო გულშემატკივარი ვიქნები ფიზიკურად. 😀 ერთი სიტყვით, თქვენს ძმობას ვფიცავარ, მე თქვენებს მივხედავ, ამაზე არ ინერვიულოთ.”

კომენტარები

ბოლო ამბები