Thumbnail

0:4 - სქოთების მორიგი სირცხვილი! ბელგიამ გლაზგოში მოიგო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • შოტლანდია 0:4 ბელგია
  • 0:1 - ლუკაკუ (9), 0:2 - ვერმაელენი (24), 0:3 - ალდერვეირელდი (32), 0:4 - დე ბრუინე (82)

სტივ კლარკის შოტლანდიამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, აქედან ბოლო 2 მიმდინარე სანაკრებო პაუზის დროს.

სქოთებმა ორივე მატჩი სახლში დათმეს - 6 სექტემბერს რუსებთან 1:2 და დღეს ბელგიასთან 0:4! სტივ კლარკმა გუნდის ფორმირება მოკლე დროში ვერ მოახერხა.

ბევრი გუნდიდან ალექს მაკლიშის გაშვებას უკვე შეცდომად თვლის, მაკლიშმა ერთა ლიგის 3 გუნდიანი ჯგუფი მოიგოა და შოტლანდია პლეი-ოფში გაიყვანა, თუმცა გამოცდილ სპეციალისტს საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთთან გასვლაზე 3:0 წაგება არ აპატიეს და პოსტიდან მოხსნეს.

კომენტარები

ბოლო ამბები