Thumbnail

გერმანიამ ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდია დაამარცხა და ჯგუფს ლიდერობს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჩრ.ირლანდია 0:2 გერმანია
  • 0:1 ჰალსტენგბერგი (48), 0:2 გნაბრი (93)

იოახიმ ლიოვის გერმანიის ნაკრებმა, ბელფასტში ჩრ.ირლანდია 2:0 დაამარცხა  და ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

შეხვედრაში პირველი გოლი ლაიპციგის მარცხენა მცველმა - მარსელ ჰალსტენბერგმა შესანიშნავი დარტმით გაიტანა და გერმანია დააწინაურა.

მატჩის მიწურულს, ბუნდესგუნდში თავის მორიგი გოლი გაიტანა ბაიერნის შემტევმა - სერჟ გნაბრიმ, რომელსაც ეროვნულ გუნდში 10 თამაშში, უკვე 9 გოლი აქვს გატანილი!

ლიოვის გუნდს 'უინძორ პარკზე' გამარჯვების შემდეგ 12 ქულა აქვს, ასევე 12 ქულა აქვთ ოლსტერებსაც, ხოლო მესამე ადგილს ნაკლები მატჩით და 9 ქულით ჰოლანდია იკავებს.

ჩრდილოეთ ირლანდია 0:2 გერმანია - გერმანელების მორიგი სამი ქულა

ჩრდილოეთ ირლანდია 0:2 გერმანია - გერმანელების მორიგი სამი ქულა

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 09 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები