Thumbnail

'ან მეტი ფული, ან ცარიელი დარბაზი' - დერეკ ჩისორა ბრძოლის ჩაშლით იმუქრება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჩისორამ პრესკონფერენცია ლამის ჩაშალა
  • ბრიტანელი მოკრივე მისი ბრძოლის სტატუსმა არ დააკმაყოფილა

ბრიტანელმა მოკრივე დერეკ 'დელ ბოი' ჩისორამ დღეს ლონდონში პრესკონფერენციაზე სკანდალი მოაწყო. 35 წლის ჩისორა 26 ოქტომბერს O2 არენაზე ახალ ზელანდიელ ჯოზეფ პარკერს დაუპირისპირდება.

როგორც ცნობილი გახდა, საღამოს მთავარი ჩხუბი არა ჩისორა v პარკერი, არამედ - პროგრეისი v ტეილორი იქნებოდა. "O2 არენა ჩემი ფანებით უნდა გაივსოს და ვის გამო? ღლაპების, რომელბსაც არავინ იცნობს..." - აბობს ჩისორა.

"ან საღამოს მთავარი ბრძოლის სტატუსს მისცემთ ჩემ ჩხუბს, ან ამომიღეთ პროგრამიდან, ბრძოლა არ შედგება." - განუცხადა ჩისორამ შუა პრესკონფერენციაზე პრომოუტერ ედი ჰირნს. "ან მეტი ფული, ან ცარიელი დარბაზი."

კომენტარები

ბოლო ამბები