Thumbnail
  • ოფიციალურად: FIFA 20-ში მესის რონალდოზე მაღალი რეიტინგი აქვს
  • EA Sports-მა საუკეთესო ათეული გამოაქვეყნდა

FIFA 20-ის პირველი ათეული ცნობილია: როგორც მოსალოდნელი იყო, ლიონელ მესის კრიშტიანო რონალდოზე მაღალი რეიტინგი აქვს!

ათეულს სწორედ მესი ლიდერობს 94 ქულით, რონალდო კი, 93 ქულით მეორე ადგილზეა. მესამეა ნეიმრი, რომელსაც 92 ქულა აქვს, მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი ედენ აზარი (91) და კევინ დე ბრუინი (91) იყოფენ.

სრული ათეული ასე გამოიყურება:

FIFA 20 Top 10

FIFA 20 Top 10

FIFA 20 Top 10

FIFA 20 Top 10

FIFA 20 Top 10

FIFA 20 Top 10

FIFA 20 Top 10

FIFA 20 Top 10

FIFA 20 Top 10

FIFA 20 Top 10

რეიტინგმა უკმაყოფილება ორი მიზეზით გამოიწვია. EA FIFA 20-ის სრული რეიტინგების გამოქვეყნებას 9 სექტემბერს გვპირდებოდა: დეველოპერმა ამისთვის სპეციალური უკუთვლაც კი განათავსა საკუთარ ვებგვერდზე, თუმცა, დაპირებული დრო, თბილისის დროით საღამოს 6 საათი, უკვე დადგა, ვებსაიტს კი პრობლემები შეექმნა. უკმაყოფილების მიზეზი გახდა თავად რეიტინგიც: რონალდოს გულშემატკივრებს მესის უკეთესი რეიტინგი არ მოეწონათ.

შეგახსენებთ, რომ პოპულარული თამაში 27 სექტემბერს გამოდის და მისი თამაში PC-ზე, Xbox One-ზე, PS4-სა და Nintendo Switch-ზე იქნება შესაძლებელი. თამაშის სტანდარტული გამოშვების ყდაზე რეალ მადრიდის ვარსკვლავი ედენ აზარია გამოსახული, ჩემპიონთა გამოშვებაზე კი - ლივერპულელი ვირჯილ ვან დაიკი.

კომენტარები

ბოლო ამბები