Thumbnail
  • ავსტრალიამ ამერიკა ფინალამდე აირიდა
  • ნახევარფინალისტთა ვინაობას ხვალ და ზეგ შევიტყობთ

ავსტრალიის საკალათბურთო ნაკრებმა ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. ანდრეი ლემანისის შეგირდებმა საფრანგეთს 100:98 სძლიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეოთხეფინალში შედარებით სუსტ ჩეხეთს ეთამაშებიან, ამერიკელებთან მათი გზები კი ფინალამდე არ გადაიკვეთება.

“მწვანე კონტინენტის” წარმომადგენელთა გამარჯვება ნბა-ში მოთამაშე სამეულის ჩინებულმა გარჯამ განაპირობა. სან ანტონიო სპერსის მცველმა პატი მილსმა 30 ქულა მიითვალა, იუტა ჯაზის ფორვარდმა ჯო ინგლსმა 23 ქულა ჩაააგდო, ხოლო ფენიქს სანსის ცენტრმა აარონ ბეინსმა თავი 21 ქულას მოუყარა.

საინტერესოა, რომ ავსტრალიელთა მაღლებმა მეტოქეებს შეტევაში მხოლოდ 2 ბურთი მოახსნევინეს, აი, ფრანგების უკანა ხაზის შეჩერება ვერ მოხერხდა. ევან ფურნიეს 31 ქულას 26 ნანდო დე კოლომ წაამატა, მაგრამ ეს, საერთო წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

📺 საფრანგეთი - ავსტრალია 98:100

როგორც აღვნიშნეთ, ავსტრალიელები პლეი-ოფში ძალებს სენსაციურად მოთამაშე ჩეხებთან მოსინჯავენ, საფრანგეთს კი აშშ-ს ეროვნულ ნაკრებთან ურთულესი შერკინება ელის.

ამერიკელებს ბრაზილიელებთან პრობლემა არ შექმნიათ და 89:73 იმარჯვეს. გრეგ პოპოვიჩმა ტრავმის გამო ისევ ვერ დატვირთა ჯეისონ ტატუმი, კემბა უოკერმა კი, რომლის თამაში ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, 16 ქულა ჩააგდო. იდენტური მონაგარი ჰქონდა ინდიანა პეისერსში გოგა ბითაძის თანაგუნდელ მაილს ტერნერს, ჯეილენ ბრაუნმა 11 ქულა მიითვალა, ჰარისონ ბარნსმა კი – 10.

📺 აშშ - ბრაზილია 89:73

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური წყვილები
10 სექტემბერი

15:00 არგენტინა – სერბეთი
17:00 ესპანეთი – პოლონეთი
 

11 სექტემბერი
15:00 აშშ – საფრანგეთი
17:00 ავსტრალია – ჩეხეთი

გამოკითხვა

ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი?

  • აშშ
  • სერბეთი
  • არგენტინა
  • ესპანეთი

კომენტარები

ბოლო ამბები