Thumbnail
  • ქართველი კალათბურთელის პირველი ჯილდო ახალ სეზონში
  • ბექას გრან კანარიას კიდევ 4 საკონტროლო მატჩი ელის

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს წევრ ბექა ბურჯანაძის გრან კანარია პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შეჯიბრის დასკვნით მატჩში კუნძულელები მასპინძელ ბენფიკასთან 77:83 დამარცხდნენ, თუმცა, პირველი ადგილი მაინც არავის დაუთმეს, რადგანაც მანამდე, ესპანურსავე კლუბებთან – ესტუდიანტესთან და ბილბაო ბასკეტთან, შესაბამისად, 89:81 და 103:69 ჰქონდათ მოგებული.

ბექა ბურჯანაძემ ბენფიკასთან 5-დან 2 ორქულიანი გამოიყენა

ოთხთა ტურნირის დასკვნით შეხვედრაში ბურჯანაძე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17:22 წუთში 5 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

გრან კანარია სეზონის დაწყებამდე კიდევ ოთხ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: 14 და 20 სექტემბერს გიორგი შერმადინის ყოფილ კლუბ უნიკახასთან, 15-ში – ესტუდიანტესთან, ხოლო 18-ში – ფუენლაბრადასთან.

გამოკითხვა

ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი?

  • აშშ
  • სერბეთი
  • არგენტინა
  • ესპანეთი

კომენტარები

ბოლო ამბები