Thumbnail

სპორტი, დასვენება და გართობა - ევროპაბეთის საზაფხულო ბანაკი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით და ევროპაბეთის მხარდაჭერით, ბორჯომის სოფელ ჩითახევში ომის ვეტერანებისთვის და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო. 9 დღის განმავლობაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამხედრო პირებისთვის სპორტის არაერთ სახეობაში ჩატარდა შეჯიბრი. ბანაკში ყველა პირობა იყო შექმნილი იმისთვის, რომ ჯარისკაცებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ და ზაფხულის დღეები ერთად, სასიამოვნო გარემოში გაეტარებინათ.

პირველ დღეს, ვეტერანი ჯარისკაცები მჯდომარე ფრენბურთში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გაიმართა შეჯიბრი როგორც პროფესიონალებს, ისე მოყვარულებს შორის და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარაფრენბურთელთა ნაკრები ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში და არაერთი ტიტული აქვს მოპოვებული. ჩითახევში საქართველოს ნაკრების ფრენბურთელებმაც ითამაშეს და გულშემატკივრებს მაღალი კლასი აჩვენეს.

მეორე დღეს, ჩემპიონატები სამაგიდო თამაშებში ჩატარდა. ნარდის და დომინოს ტურნირებმა მონაწილეებში დიდი ემოციები გამოიწვია. სამაგიდო თამაშებში ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი ბადრი ტოგონიძემ: ჯერ ნარდის ტურნირი მოიგო, ხოლო შემდეგ, პაპუნა სხულუხიასთან ერთად დომინოშიც გაიმარჯვა. ბადრიმ ჯოკერის ტურნირშიც საუკეთესო შედეგი აჩვენა და ამჯერად, წყვილში ლაშა ადეიშვილთან ერთად მოიგო.

დატვირთული იყო მესამე დღე, როდესაც გუნდები პეინტბოლსა და ჯომარდობაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. ორივე ტურნირში ერთმა გუნდმა გაიმარჯვა, რომლის სახელია 'დათვები'. გამარჯვებულ გუნდს ბრწყინვალედ კაპიტნობდა რევაზ გორგაძე, რომელიც ეტლით მოსარგებლეა. რევაზი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

მძაფრი კონკურენცია იყო მკლავჭიდის ჩემპიონატში. მარცხენა ხელით შეჯიბრში პირველობა არავის დაუთმო დავით ნარეშელაშვილმა. სამაგიეროდ, მარჯვენა ხელით უძლიერესი იყო თემურ დადიანი. ორივე ხელში ერთად ჩემპიონობა გელა ხელაძემ მოიპოვა.

არანაკლებ საინტერესო იყო მშვილდოსნობის ტურნირი და აქ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი რევაზ გორგაძემ. 'დათვების' კაპიტანმა აქაც ბრწყინვალედ იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე პოზიცია ომის ვეტერან მალხაზ თოფურიას ერგო. 

ძალიან საინტერესო გამოდგა ზიპლაინის ტურნირი, რომელშიც აფხაზეთის ომის ვეტერანმა, თემურ სახოკიამ გაიმაჯვა. ზიპლაინში მონაწილეებს რთული მისია ჰქონდათ: მტკვარზე გაჭიმულ ბაგირზე დაცურების დროს, წყლით სავსე ბუშტები ნავში უნდა ჩაეგდოთ. თემურმა ყველას აჯობა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხელი ამპუტირებული აქვს. აფხაზეთის ომის ვეტერანმა დიდი მოტივაციის და მიზანდასახულობის ხარჯზე, ბრწყინვალე შედეგი აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ ბანაკს საპატიო სტუმრები ჰყავდა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშის თანაშემწე სამხრეთ კავკასიაში, უილიამ ჯორჯი. სტუმრები გაეცნენ ბანაკის მონაწილეებს, მიიღეს დეტალური ინფორმაცია და ძალიან მოეწონათ ბანაკის ატმოსფერო.

ბანაკის საპატიო სტუმრები: დიდი ბრიტანეთის ელჩი და სამხედრო ატაშის თანაშემწე სამხრეთ კავკასიაში 

ახალგაზრდული მედიაკავშირის და ევროპაბეთის ძალისხმევით, ომის ვეტერანებისთვის და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცებისთვის სოფელ ჩითახევში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო. სპორტული ტურნირების გარდა, იყო კინოჩვენება, საცეკვაო ნომრები, კულტურული პროგრამა და ზოგადად, საინტერესო და მხიარული საღამოები. ჩემპიონებს და საპრიზო ადგილებზე გასულ პარასპორტსმენებს ევროპაბეთისგან და პროექტის პარტნიორი კომპანიებისგან საჩუქრები ერგოთ.    

ხატია გავაშელი (ახალგაზრდული მედიაკავშირის თავმჯდომარე):
“ხშირად გვესმის, თუ როგორ ამბობენ ბანაკის მონაწილეები, რომ ძალიან პოზიტიური დღეებია მათ ცხოვრებაში. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ელოდნენ ამ ბანაკის გახსნას. ამ ადამიანებისთვის ეს არის აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლება, თანაბარი უფლებრივი მდგომარეობის დამყარება, სხვა ადამიანებისთვის მაგალითის მიცემა თუ როგორ შეიძლება იყო ორივე ფეხით, ან ხელით ამპუტირებული, უსინათლო, ზურგის ტვინის დაზიანების მქონე, მაგრამ იყო აქტიური და ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობებში”. 

ლევან გიორგაძე (სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის დირექტორი)
"ორი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ სტრუქტურირება გაგვეკეთებინა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობისთვის და 5 მიმართულება ავირჩიეთ, ერთ-ერთი კი არის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მხარდაჭერა. ერთი, იმისთვის რომ გახალისდეს მათი ცხოვრება და კიდევ ასევე იმისთვის, რომ დავარწმუნოთ საზოგადოება: შეზღუდული შესაძლებობები არ არსებობს. ვინც ნახა ეს ბანაკი და აქ მიმდინარე აქტივობები, დარწმუნდებოდა რომ შეზღუდული შესაძლებლობები მართლაც არ არსებობს. სწორედ ასეთი ბანაკები და ასეთი აქტივობები ცვლის სტერეოტიპებს. აუცილებლად გავაგრძელებთ მომავალში მსგავსი პროექტების მხარდაჭერას".

ლევან გიორგაძე

გოგა კოხრეიძე (მოძრაობა 'ხელმისაწვდომი გარემოსათვის' თავმჯდომარე, უფლებადამცველი)
“ეს არ იყო ჩვვეულებრივი ბანაკი და მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. აქ იყო დიდი პატრიოტული მუხტი და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ევროპაბეთს და პარტნიორ კომპანიებს, ვინც გვერდში დაგვიდგა. ეს იყო განსაკუთრებული ბანაკი”.  

ლაშა ადეიშვილი (ვეტერანი სამხედრო)
“საინტერესო და ემოციებით აღსავსე დღეები იყო. პეინტბოლის ტურნირში პირველად მივიღე მონაწილეობა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ახალი ადამიანები გავიცანი. ბევრს ისედაც ვიცნობდი. ეს ურთიერთობა და ერთმანეთის დაფასება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ორგანიზატორებს ამ დღეებისთვის”.

ნაომი გოგიბერიძე (სამშვიდობო მისიაში დაჭრილი ჯარისკაცი)
“ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ჯომარდობა, რადგან პირველად გამოვცადე თავი სპორტის ამ სახეობაში. მეორე ადგილზე გავედით და კმაყოფილი ვარ შედეგით. დიდი მადლობა ყველას, ვინც ასეთ ღონისძიებებს უკეთებს ორგანიზებას. მადლობა მათ, ვინც გვაძლევს სტიმულს და საშუალებას, რომ ასეთ შეჯიბრებებში მივიღოთ მონაწილეობა”.

ლადო ჭუმბურიძე (ვეტერანი სამხედრო)
“მდინარეზე დაშვება ხომ ისედაც მაგარი შეგრძნებაა და მით უმეტეს, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდი გყავს და ეჯიბრები. შესაბამისად, ჯომარდობამ ჩვენში განსაკუთრებული ემოციები გამოწვია. ყველაზე ყოჩაღები აღმოვჩნდით, დავამარცხეთ მეტოქეები და ჩემპიონები გავხდით, რამაც ძალიან გაგვვახარა”. 

მევლუდ მელაძე (ავტომრბოლი)
“როგორც კი მომეცა საშუალება, იმ წუთში აქ გავჩნდი. მაინტერესებდა, მართლა არის თუ არა ამ ხალხისთვის აქტიური ცხოვრება სტიქია და ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ვნახე დიდი და მძლავრი ბანაკი, რომლის წევრები აქტიურად არიან ჩართული პროცესებში და მათ შორის ყველაზე ექსტრემალურ თამაშებში. ერთ დღეში ძალიან ბევრი რამე ხდებოდა: ზოგი მშვილდს ისროდა, ზოგი ზიპლაინში მონაწილეობდა, ზოგი კი კლდეზე მიცოცავდა, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა”.

საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი

ამ ზაფხულს, ევროპაბეთის და ახალგაზრდულ მედიაკავშირის ძალისხმევით, არაერთი საინტერესო ღონისძიება ბანაკის გახსნამდეც ჩატარდა: შეზღუდული შესაძლებლობების პირები და პარასპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. ამ ღონისძიებებში მონაწილეობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გუნდებმა მიიღეს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტმა ‘აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა’ - მთელი საქართველო გააერთიანა.

ღონისძიებას ორგანიზებას "ახალგაზრდული მედია კავშირი" უწევს და მას ქალაქ თბილისის მერიის, კომპანიების "ევროპაბეთი" და "სოკარი" მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა და შშმ პირთა თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება საზოგადოებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები