Thumbnail
  • სკუადრა აძურას არგენტინასა და ინგლისთან ამხანაგურ მატჩებში ლუიჯი დი ბიაჯო გაუძღვება.
  • ჯიჯი ნაკრებს შარშან დაემშვიდობა, მარიო კი ეროვნულ გუნდში 2014 წლის შემდეგ არ მიუწვევიათ.

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ლუიჯი დი ბიაჯომ, შესაძლოა, უახლოესი ამხანაგური მატჩებისთვის გუნდში ფრანგული ნიცას თავდამსხმელი მარიო ბალოტელი და ტურინის იუვენტუსის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გამოიძახოს.

იტალიის ნაკრებს გაზაფხულზე ორი ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი - 23 მარტს არგენტინას დაუპირისპირდება, 27-ში - ინგლისს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ბალოტელის ნაკრებში თითქმის ოთხი წელია, არ უთამაშია, ხოლო ჯიჯიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ, შვედეთთან წაგებული მუნდიალის პლეი ოფის შემდეგ გამოაცხადა, დი ბიაჯოს ამ ფეხბურთელების გუნდში მიწვევა მაინც სურს.

ბუფონი: იტალიის ნაკრებში 60 წლის ასაკშიც ვითამაშებ!

ტალანტები აღარ არიან, ტალანტები! - გულახდილი ინტერვიუ ჯიჯი ბუფონთან

40 წლის ბუფონმა ამ სეზონში იუვენტუსის კარი 18 მატჩში დაიცვა, გაუშვა 17 გოლი, 9 მატჩში კი კარი მშრალად შეინახა.

ბალოტელის აქტივში ნიცაში ჩატარებული 25 მატჩი, გატანილი 19 გოლი და 1 შედეგიანი პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები